მოსაზრება: უკრაინულ თავდაცვას ბზარი გაუჩნდა

© photo: Sputnik / Valery Melnikov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2023
გამოწერა
ანდრეი კოცი
ახალ წელს რუსეთის ჯარის პირველმა მნიშვნელოვანმა ტაქტიკურმა გამარჯვებამ, სოლედარის დაკავებამ საშუალება მისცა მას, უფრო კარგად მოექცია ალყაში არტიომოვსკი – უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის ერთ-ერთი უძლიერესი კვანძი დონბასში.

მომარაგების ჩაჭრა

რუსეთის ჯარმა გადაკეტა ტრასა, რომელიც არტიომოვსკს სევერსკთან აკავშირებს. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დახმარებას იქიდან ვეღარ მიაწვდიან.
სოლედარის დაკავების შემდეგ არტიომოვსკ/ბახმუტს ჩრდილო-დასავლეთიდან მიადგნენ. ამ პლაცდარმიდან რუსული ჯარი მოძრაობს რაზდოლოვკის მიმართულებით ჩრდილოეთისკენ, ბლაგოდატნოესკენ – დასავლეთით და წითელი მთისკენ – სამხრეთ-დასავლეთით. უკრაინის თავდაცვას ბზარი გაუჩნდა.
არის წარმატება სამხრეთითაც. რუსულმა ჯარმა კონტროლი დაამყარა კლეშჩეევკაზე და ხუთი-ექვსი კილომეტრით მიუახლოვდა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტრასას არტიომოვსკიდან კონსტანტინოვკაში. ამ გზის გამოყენება ჯარის, ტექნიკისა და საბრძოლო მასალის მისაწოდებლად ბახმუტის დასაცავად ახლა მეტად გართულებულია.
თუმცა ჯერ გახსნილია არტიომოვსკი-სლავიანსკის გზა. მის ჩასაკეტად საჭიროა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძევება წითელი მთიდან და პარასკოვიევკიდან. მაშინ უკრაინის შეიარაღებული ძალები ქვაბში მოექცევიან.
„ისინი ძნელად ტოვებენ პოზიციებს, იბრძვიან ბოლომდე, – ჰყვება პირველი საჯარისო კორპუსის ოფიცერი. – აქ ბევრი დაქირავებულია, უმეტესად პოლონეთიდან. ტექნიკა და საბრძოლო მასალა საკმარისი აქვთ. მაგრამ ჩვენ საარტილერიო ზალპის კუთხით უპირატესობა გვაქვს“.

არტიომოვსკის „ხორცსაკეპი“

ბრძოლები მიმდინარეობს არტიომოვსკშიც. მოიერიშე დანაყოფებმა დაიკავეს პოზიციები ქალაქის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში. როგორც ჟურნალისტებს სპეცრაზმ „ახმატის“ მეთაურმა აპტი ალაუდინოვმა განუცხადა, მალე შესაძლებელი იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ ალყაში მოქცევა.
რუსები, მისი თქმით, განაშენიანებულ რაიონში ძალიან ფრთხილად მოქმედებენ – იქ ბევრი მშვიდობიანი მოქალაქეა. როგორც კი ქალაქს გაათავისუფლებენ, დონეცკის ხელისუფლება იქ ჰუმანიტარული დახმარების მსხვილ ცენტრს გახსნის.
თუმცა უკრაინული ძალები გრძელვადიანი თავდაცვისთვის მოემზადნენ. ბრძოლაში ახალი დანაყოფები ებმებიან. დასავლური მასმედიის შეფასებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოველდღიური დანაკარგი სამნიშნაა.
არტიომოვსკი – საკმაოდ დიდი ქალაქია, სადაც ბრძოლებამდე 70 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა. მისი დაკარგვა ძლიერ დააზიანებს უკრაინის ხელისუფლების იმიჯს.
გარდა ამისა, ფრონტზე სიტუაცია დამოკიდებულია ნატოს მხრიდან შემდგომ დახმარებაზე. დასავლეთში მზად არიან გაცილებით ძლიერი იარაღი მიაწოდონ კიევს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კიევი რეალურ წარმატებას მიაღწევს.
და, ბოლოს, არტიომოვსკი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია, სწორედ აქედან მარაგდებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასში. აქ იყოფა სლავიანსკის, სევერსკის, ლისიჩანსკის, პოპასნაიას, სვეტლოგორსკის, გორლოვკისა და კონსტანტინოვკის გზები. ანუ საუბარია რუსული ჯარის შემდგომი შეტევის პლაცდარმზე.
ამ დღეებში სააგენტო AFP-მ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით განაცხადა, რომ პენტაგონი დაჟინებით ურჩევს კიევს სევერსკი-არტიომოვსკის ხაზის დატოვებას და თავდაცვის უფრო დასავლეთით გადატანას. ამერიკელმა მრჩევლებმა უკრაინის შეიარაღებული ძალები გააფრთხილეს, არ გადაესროლა ამ მიმართულებით ჯარი და ტექნიკა, ვინაიდან ინიციატივა რუსეთის ხელშია. ჯობს ძალების შენახვა გაზაფხულისთვის სამხრეთისკენ შესატევად.
თუმცა კიევში, როგორც ჩანს, სხვა გადაწყვეტილება მიიღეს.
რუსული ძალები გააქტიურდნენ ზაპოროჟიეს ოლქში. უკრაინულმა დანაყოფებმა დატოვეს ათეული დასახლებული პუნქტი საბრძოლო თანხვედრის ხაზზე. კერძოდ, სოფელი კამენკა დნეპრის სანაპიროზე, 25 კმ-ის დაშორებით ზაპოროჟიესგან. წინ წაიწიეს აღმოსავლეთითაც.
უკრაინის შეიარაღებული ძალები დიდ დანაკარგებს განიცდის. არტიომოვსკი არის კარი კრამატორსკისა და სლავიანსკისკენ, სადაც დონბასისთვის გენერალური ბრძოლა გაიმართება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზერბებს და პასუხს არ აგებს მათზე

ყველა ახალი ამბავი
0