როგორი იქნება „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორია - კახა კალაძე

© photo: Sputnik / Stringer„ლაგუნა ვერე“
„ლაგუნა ვერე“ - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2023
გამოწერა
„ლაგუნა ვერე“ რემონტის მიზნით 2014 წელს დაკეტეს, თუმცა მას შემდეგ დღემდე არ გახსნილა.
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. თბილისის მერია ყოფილი საწყლოსნო კომპლექსის „ლაგუნა ვერეს“ რემონტისთვის არქიტექტორებსა და დიზაინერებს მოიწვევს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
„ლაგუნა ვერე“ ყოფილი სპორტული კომპლექსია. მის ტერიტორიაზე ოთხი აუზია, რომელთაგან ერთი დახურული ტიპისაა. მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა კომპლექსი 2007 წელს შეისყიდა. გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ მისი საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აუზის ტერიტორიას თბილისის მერიას საკუთრებაში გადასცემს.
„რაც შეეხება პროექტს, ძალიან მაგარი პროექტი იქნება. დედაქალაქში მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება. ჩვენ ასეთი პროექტის განხორციელებას მივესალმებით. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად დარჩება „ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა მერმა.
© photo: Sputnik / Stringer„ლაგუნა ვერე“
Территория, прилегающая к Лагуна Вере - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2023
„ლაგუნა ვერე“
კალაძემ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ეს ტერიტორიაზე თბილისის მერიის განკარგულებაში გადმოვიდა.
„ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიის აღდგენისთვის მოიწვევენ არქიტექტორებსა და დიზაინერებს, გარდა ამისა, პროცესში ჩაერთვებიან საზოგადოების წარმომადგენლები, განაცხადა კალაძემ.
მერმა ასევე ისაუბრა ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის შენობაზე, რომელიც „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დგას.
„აბრეშუმის ქარხნის ძველი შენობა, რომელიც, მართალია, არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მაგრამ ქმნის თბილისის ერთგვარ ისტორიულ სახეს. შესაბამისად, დაგეგმარებისას გაითვალისწინეს არსებული გარემოება და ეს შენობა არა მარტო შენარჩუნდება, არამედ შეერწყმება დაგეგმილ განაშენიანებას“, – აღნიშნა კალაძემ.
© photo: Sputnik / Stringer„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორია
Территория, прилегающая к Лагуна Вере - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2023
„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორია
ამას გარდა, აუცილებელია მიმდებარე ტერიტორიის ორგანიზება ტრანსპორტის გადაადგილების მხრივ, აღნიშნა თბილისის მერმა.
„იცით, რომ აქ განთავსებულია ბენზინგასამართი სადგურები, ავტო-ტექმომსახურების პუნქტები, შესაბამისად, ვმუშაობთ, რომ მოწესრიგდეს ეს სივრცე, ასევე საფეხმავლო და მიწისქვეშა გადასასვლელები. უკვე დამუშავებულია რამდენიმე ვარიანტი, პროცესში ჩართული იყვნენ არქიტექტორები და საბოლოოდ შემუშავდა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი“, – აღნიშნა მერმა.
© photo: Sputnik / Stringer„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორია
Территория, прилегающая к Лагуна Вере - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2023
„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორია
კალაძის თქმით, საბოლოო პროექტზე მუშაობა გრძელდება. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები განაგრძობენ სხვა დეტალების დამუშავებას და მოსახლეობას ინფორმაცია ეტაპობრივად მიეწოდება.
„ლაგუნა ვერეს“ კომპლექსი 1965–1978 წლებში ქართველი არქიტექტორების პროექტით შენდებოდა. ის პირველი საწყლოსნო სპორტკომპლექსი იყო კავკასიაში, რომელიც სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო შეჯიბრებებს მასპინძლობდა. გარდა ამისა, „ლაგუნა ვერე“ თბილისელების ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო.
„ლაგუნა ვერე“ რემონტის მიზნით 2014 წელს დაკეტეს, თუმცა მას შემდეგ აღარ გახსნილა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0