ქართველი მოციგურავეები ფინეთში ევროპის ჩემპიონატზე გამოვლენ

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიმორის ყვითელაშვილი
მორის ყვითელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2023
გამოწერა
ნიკა ეგაძე და მორის ყვითელაშვილი 22 და 27 ნომრით იასპარეზებენ.
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ქართველი მოციგურავეები მორის ყვითელაშვილი და ნიკა ეგაძე 25 იანვარს, ფინეთის ქალაქ ესპოში ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს მოკლე პროგრამით წარდგებიან.
ფინეთი ჩემპიონატს მეოთხედ მასპინძლობს. წელს მასში 35 ქვეყნიდან 131 მოციგურავე მონაწილეობს: ერთეულებში 30 ქალი და 29 მამაკაცი და 13 სპორტული და 23 საცეკვაო წყვილი.
ეგაძე და ყვითელაშვილი 22 და 27 ნომრით იასპარეზებენ.
ჩემპიონატის მეორე დღეს Espo Metro Arena-ზე ანასტასია გუბანოვა გამოვა. მოცეკვავე წყვილი - მარია კაზაკოვა და გიორგი რევია კი ტურნირში 27 იანვრიდან ჩაერთვებიან.
ევროპის ჩემპიონატი 29 იანვარს დასრულდება. მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირის (ISU) გადაწყვეტილებით, რუს და ბელარუს სპორტსმენებს ორგანიზაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება გაურკვეველი ვადით შეჩერებული აქვთ.
ყველა ახალი ამბავი
0