https://sputnik-georgia.com/20230125/giorgi-sarvasize-somxetsi-elxad-dainisna-274248423.html
თსუ-ის ყოფილი რექტორი სომხეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა
თსუ-ის ყოფილი რექტორი სომხეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა
Sputnik საქართველო
გიორგი შარვაშიძე ქვეყნის პირველ უნივერსიტეტს 2016-2022 წლებში ხელმძღვანელობდა. 25.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-25T17:23+0400
2023-01-25T17:23+0400
2023-01-25T21:16+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
სომხეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/19/274239321_0:44:1280:764_1920x0_80_0_0_d1a4891a5dd85b35bfc2041d564671f7.jpg
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს გიორგი შარვაშიძეს შეხვდა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.მთავრობის მეთაურმა დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას მჭიდრო მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებთ, ხოლო სამომავლოდ სხვადასხვა სფეროში აქტიური თანამშრომლობის იმედიც გამოითქვა.გიორგი შარვაშიძე სხვადასხვა წლებში მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის მინისტრის პირველ მოადგილედ; აგრეთვე ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. 2016–2022 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. გარდა ამისა, 2004–2013 წლებში მუშაობდა ბუდაპეშტში ღია საზოგადოების ინსტიტუტში აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის დირექტორად.გიორგი შარვაშიძე არის პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ევროპის აკადემიის ნამდვილი წევრი, დაჯილდოებულია ბრწყინვალების ორდენით. არის მონოგრაფიისა და სამეცნიერო სტატიების ავტორი.ფაშინიანმა სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მაღალ დონეზე ისაუბრა>>შარვაშიძე თსუ-ის რექტორი 2016 წლის სექტემბერში გახდა, 2020 წლის აგვისტოში კი მეორე ვადით აირჩიეს. 2022 წელს მან თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ აპირებს თავისი საქმიანობა საერთაშორისო ურთიერთობებს დაუკავშიროს.გადადგომამდე ორი დღით ადრე, 2022 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარვაშიძე სახელმწიფო ჯილდოთი - ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.შარვაშიძემდე სომხეთში საქართველოს ელჩი გიორგი საგანელიძე იყო, რომელიც დიპლომატიურ მისიას 2016-2021 წლებში ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ სომხეთში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირაკლი კვანჭახაძე იყო.საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს 1992 წლის ივლისში. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში. დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს ათობით საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი ერთმანეთთან ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/19/274239321_179:0:1280:826_1920x0_80_0_0_697e893d27e2540f9121a726a06bd8f8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი
თსუ-ის ყოფილი რექტორი სომხეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა
17:23 25.01.2023 (განახლებულია: 21:16 25.01.2023) გიორგი შარვაშიძე ქვეყნის პირველ უნივერსიტეტს 2016-2022 წლებში ხელმძღვანელობდა.
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს გიორგი შარვაშიძეს შეხვდა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
მთავრობის მეთაურმა დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას მჭიდრო მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებთ, ხოლო სამომავლოდ სხვადასხვა სფეროში აქტიური თანამშრომლობის იმედიც გამოითქვა.
გიორგი შარვაშიძე სხვადასხვა წლებში მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის მინისტრის პირველ მოადგილედ; აგრეთვე ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. 2016–2022 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. გარდა ამისა, 2004–2013 წლებში მუშაობდა ბუდაპეშტში ღია საზოგადოების ინსტიტუტში აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის დირექტორად.
გიორგი შარვაშიძე არის პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ევროპის აკადემიის ნამდვილი წევრი, დაჯილდოებულია ბრწყინვალების ორდენით. არის მონოგრაფიისა და სამეცნიერო სტატიების ავტორი.
შარვაშიძე თსუ-ის რექტორი 2016 წლის სექტემბერში გახდა, 2020 წლის აგვისტოში კი მეორე ვადით აირჩიეს. 2022 წელს მან თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ აპირებს თავისი საქმიანობა საერთაშორისო ურთიერთობებს დაუკავშიროს.
გადადგომამდე ორი დღით ადრე, 2022 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარვაშიძე სახელმწიფო ჯილდოთი - ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
შარვაშიძემდე სომხეთში საქართველოს ელჩი გიორგი საგანელიძე იყო, რომელიც დიპლომატიურ მისიას 2016-2021 წლებში ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ სომხეთში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირაკლი კვანჭახაძე იყო.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს 1992 წლის ივლისში. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში. დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს ათობით საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი ერთმანეთთან ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.