გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი კინოოპერატორი ლევან პაატაშვილი

© Sputnik / Alexander Imedashviliანთებული სანთლები ტაძარში
ანთებული სანთლები ტაძარში - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2023
გამოწერა
ქართული კინოსაოპერატორო სკოლის პატრიარქი ლევან პაატაშვილი 96 წლის ასაკში მოსკოვში გარდაიცვალა.
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. გარდაიცვალა დიდი ქართველი კინოოპერატორი, საქართველოს სახალხო არტისტი ლევან პაატაშვილი, იუწყება კულტურის სამინისტრო.
ლევან პაატაშვილი 96 წლის იყო. ის მოსკოვში გარდაიცვალა, სადაც 1998 წლიდან ცხოვრობდა.

„ლევან პაატაშვილის... ფილმოგრაფიაში თითოეული სურათი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება სტილით, გამოსახულების გადაწყვეტით, მოვლენების ოპერატორული ხედვითა და მოქმედების ატმოსფეროთი“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს სამძიმრის წერილში.

ლევან პაატაშვილი არის მრავალი ცნობილი ქართული ფილმის დამდგმელი ოპერატორი: „სხვისი შვილები", „დღე უკანასკნელი, დღე პირველი", „თოჯინები იცინიან", „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი", „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა", „ნეილონის ნაძვის ხე", „რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა“ და სხვ.
ლევან პაატაშვილი ასევე მუშაობდა მოსკოვში (1965–1979), სადაც გადაიღო ფილმები „სრბოლა“, „რომანსი შეყვარებულებზე“, „სიბირიადა“ და სხვ.
ლევან პაატაშვილი მუშაობდა სრულიად განსხვავებული ხელწერის რეჟისორებთან: რეზო ესაძე, ელდარ და გიორგი შენგელაიები, ნანა ჯორჯაძე, ნოდარ მანაგაძე, ასევე ანდრეი მიხალკოვ–კონჩალოვსკი, ვლადიმირ ნაუმოვი და სხვ. მისმა მაღალმა ოსტატობამ დიდად განაპირობა ამ რეჟისორებისა და ფილმების წარმატება, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0