უნაყოფობის 14 ფსიქოლოგიური ფაქტორი: რა უშლის ხელს ქალს დაორსულებაში

ორსული ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2023
გამოწერა
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. უნაყოფობის მიზეზი შესაძლოა არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური პრობლემები იყოს, რომლებიც ხშირად ღრმადა ჩამალული ქვეცნობიერში, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, უნაყოფობის ნამდვილი მიზეზის გამოვლენაში დახმარება მხოლოდ ფსიქოლოგს შეუძლია, რომელიც კარგად ფლობს ფსიქოსომატიკის არსს.
ფსიქოსომატიკა მედიცინისა და ფსიქოლოგიის მიმართულებაა, რომელიც ფსიქოლოგიური ფაქტორების გავლენას შეისწავლის რიგი სომატური დაავადებების წარმოშობაში, და ამტკიცებს, რომ ბევრ (თუ არა ყველა) დაავადებას ფსიქოლოგიური სარჩული აქვს.
ქვემოთ გაგაცნობთ სპეციალისტების მოსაზრებას, თუ რა შეიძლება გახდეს ქალის უნაყოფობის მიზეზი ფსიქოსომატიკის თვალსაზრისით.

ფსიქოსომატური უნაყოფობის მიზეზები შეიძლება იყოს:

ორსულობისა და მშობიარობის დროს ლეტალური შედეგის შიში. შესაძლოა, ქალმა პატარაობაში ყური მოჰკრა ვინმეს საუბარს, რომ მისი ორსულობა ძალიან მძიმედ წარიმართა, ან ისე გაუჭირდა მშობიარობა, რომ ლამის გადაჰყვა. ამან ისე შეაშინა ბავშვი, რომ საკუთარ თავს ორსულობა და მშობიარობა აუკრძალა.
ავადმყოფი, მკვდარი, გადახრების მქონე ბავშვის დაბადების, ნაყოფის მოწყვეტის შიში. აქაც, შესაძლოა, გოგონამ ავადმყოფი, ან თანდაყოლილი პათოლოგიების მქონე ბავშვის დაბადების შესახებ მოისმინა და ამან იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ ამის თავიდან არიდება უნაყოფობით „გადაწყვიტა“.
შვილის არგაჩენის „გადაწყვეტილება“ კონკრეტული მამაკაცისგან. ეს ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც ქალი იმიტომ თხოვდება, რომ უკვე დროა, ან იმიტომ, რომ ქმრობის კანდიდატი წარმატებული ადამიანია. ასეთ შემთხვევაში ქალი შეიძლება მთლიანობაში კმაყოფილი იყოს მეუღლით, მაგრამ ქვეცნობიერად მასში თავისი შვილის პოტენციურ მამას ვერ ხედავდეს.
შიში, რომ კარგი დედა არ იქნება, ანუ პასუხისმგებლობის შიში. ბავშვი — ეს დიდი პასუხისმგებლობაა, მას სათანადო მოვლა, ზრუნვა და სიყვარული სჭირდება. თუ ქალი შინაგანად გრძნობს, რომ მზად არაა, ეშინია პასუხისმგებლობის აღების, ეს შეიძლება მისი დაორსულებისთვის ბარიერი აღმოჩნდეს.
არასტაბილურობა. თანაც არა მარტო ფინანსური, არამედ საერთოდ არასტაბილურობა — იქნება ეს კრიზისი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუ საცხოვრებელი ადგილის მუდმივი ცვლა. ყოველივე ეს შესაძლოა იმის მიზეზი გახდეს, რომ ქალმა ბავშვის არასასურველ პირობებში გაჩენის სურვილი უნებურად დაბლოკოს.
საკუთარი ქალური ბუნების მიუღებლობა. თუ მშობლებს ბიჭი უნდოდათ, მაგრამ გოგონა დაიბადა, თუმცა მაინც ბიჭივით ზრდიდნენ (ვთქვათ, მამა მასთან ერთად დადიოდა სათევზაოდ, მასთან ერთად არემონტებდა ავტომობილს...), მაშინ მომავალში ამ გოგონას ქვეცნობიერში შესაძლოა დაილექოს რწმენა, რომ დაორსულებით მშობლების სურვილის წინააღმდეგ წავა, ანუ აღიარებს, რომ გოგონაა და არა სასურველი ვაჟი.
მამაკაცზე დამოკიდებულების შიში — იგივეა, რაც უმწეობის შიში. შესაძლოა ქალს ეშინოდეს, რომ მშობიარობის შემდეგ რაღაც დროის განმავლობაში მუშაობას ვეღარ შეძლებს და ამიტომ ქმარზე დამოკიდებული გახდება, რაც მისთვის ძალიან მიუღებელია, რადგან ამაში უმწეო მდგომარეობაში მიტოვების საფრთხეებს ხედავს.
საკუთარი სხეულის, ფიგურის დამახინჯების შიში. თუ ქალს კარგი გარეგნობა აქვს და მამაკაცების ყურადღებას იქცევს, შესაძლოა ეშინოდეს, რომ ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ აღნაგობა გაუფუჭდება და მომხიბლაობას დაკარგავს.
ფსიქოლოგიური ტრავმები. ხშირად ქალს ბავშვის გაჩენა იმიტომ არ უნდა, რომ თავად მტკივნეული წლები აქვს პატარაობაში გამოვლილი და ეშინია, რომ შვილსაც ასეთივე ბავშვობა ექნება. ან უბრალოდ მძიმე ბავშვობის შემდეგ შვილის აღზრდის სულიერი ძალა აღარ აქვს.
ნეგატიური თვითშთაგონება. შესაძლოა ქალს პატარაობაში ორსულების უკიდირესად ნეგატიური დახასიათება ჰქონდეს მოსმენილი და ფეხმძიმობასთან დაკავშირებით მძიმე ასოციაციები ჩაებეჭდა გონებაში. შესაბამისად, ორსულობა მასში რაღაც არასასიამოვნოსთან, მიუღებელთან, არასწორთან, არაბუნებრივთან ასოცირდება.
სირცხვილის, დანაშაულის გრძნობა. როდესაც თავად სქესობრივი აქტი აღიქმება რაღაც სამარცხვინოდ, ცოდვად, უხამსობად და სიბინძურედ, რადგან მშობლებმა მის სქესობრივ აღზრდაში დიდი შეცდომა დაუშვეს. გამორიცხული არ არის, დედ-მამისგან ისეთი სიტყვებიც ხშირად მოესმინა, როგორიცაა: „ღმერთმა არ ქნას, დაორსულდე“. ამიტომაც ორსულობა ქალისთვის აკრძალვების დარღვევასთან ასოცირდება და მიუღებელი ხდება.
თვითდასჯა. როდესაც ქალი რაღაც ცრუ ცოდვებისთვის გაუცნობიერებლად ისჯის თავს და მთლიანად ამ ცოდვების გამოსყიდვაზეა გადართული.
დედაზე განაწყენება. როდესაც სიტყვა „დედა“ ასოცირდება წყენასთან, ტირანიასთან, კონტროლთან. საკუთარი მშობლის მტრული, სიძულვილით სავსე დამოკიდებულება ქალს დედობის სურვილს უკარგავს, რაც ორსულობას ბლოკავს.
უშვილობის „სარგებელი“ – როდესაც ქალი მზად არ არის, შეიცვალოს ცხოვრების ჩვეული სტილი, დაემშვიდობოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას.
ყველა ახალი ამბავი
0