https://sputnik-georgia.com/20230125/darsalia-gancxadebebi-ukrainis-moqalaqeta-evakuaciis-sesaxeb-cvens-urtiertobebs-azianebs-274258306.html
დარსალია: განცხადებები უკრაინის მოქალაქეთა ევაკუაციის შესახებ ჩვენს ურთიერთობებს აზიანებს
დარსალია: განცხადებები უკრაინის მოქალაქეთა ევაკუაციის შესახებ ჩვენს ურთიერთობებს აზიანებს
Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოთქვა იმედი, რომ მხარეები ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებენ. 25.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-25T21:08+0400
2023-01-25T21:08+0400
2023-01-25T22:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/91/234329120_0:42:1498:885_1920x0_80_0_0_b88151a35c3e8af6a95e940c834135a6.jpg
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან ანდრეი კასიანოვთან შეხვედრისას შეშფოთება გამოხატა მისი განცხადების გამო, რომელიც აზიანებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.ანდრეი კასიანოვმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და უსაფრთხოებისთვის რეალური რისკების მომატების შემთხვევაში საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვის შესაძლებლობას იმისთვის, რათა განიხილონ დახმარების შესაძლებლობა უკრაინის მოქალაქეების საქართველოდან მასობრივი ევაკუაციის განსახორციელებლად.შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა კიევის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც საქართველოს მადლობელია გაწეული დახმარებისთვის, რაც კიდევ ერთხელ დაუდასტურეს საქართველოს ელჩს უკრაინაში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე და იქვე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ისინი ვერ ხედავენ რაიმე საფრთხეს საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის.კასიანოვის განცხადებასთან დაკავშირებით უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი ოთხშაბათს შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ევგენი პერებიინის.ოფიციალური კიევი თანამემამულეების საქართველოში ყოფნაში საფრთხეს ვერ ხედავს >>როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება, უკრაინის საგარეოპოლიტიკურმა უწყებამ ამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ კიევში ვერ ხედავენ რაიმე საფრთხეს საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნის გამო.ავიამიმოსვლის საკითხი18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მალე საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას შეამსუბუქებს, ქვეყნის ხელისუფლება მიესალმება. თუმცა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავიამიმოსვლის აღდგენის წინააღმდეგია.2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალათ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების განხორციელება. იმავე დღეს ძალაში შევიდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული ავიახაზების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ.რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც 20 ივნისს რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქცია გამართა. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტი აღიარა.ქვეყნებს შორის დიალოგი შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიებისა და ასევე იმ შეხვედრების ფარგლებში, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ გრიგორი კარასინს შორის იმართება პრაღაში 2012 წლიდან.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/91/234329120_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_7ce3fb2d290b5429c2389d94d7191495.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
დარსალია: განცხადებები უკრაინის მოქალაქეთა ევაკუაციის შესახებ ჩვენს ურთიერთობებს აზიანებს
21:08 25.01.2023 (განახლებულია: 22:46 25.01.2023) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოთქვა იმედი, რომ მხარეები ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებენ.
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან ანდრეი კასიანოვთან შეხვედრისას შეშფოთება გამოხატა მისი განცხადების გამო, რომელიც აზიანებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ანდრეი კასიანოვმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და უსაფრთხოებისთვის რეალური რისკების მომატების შემთხვევაში საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვის შესაძლებლობას იმისთვის, რათა განიხილონ დახმარების შესაძლებლობა უკრაინის მოქალაქეების საქართველოდან მასობრივი ევაკუაციის განსახორციელებლად.
„როგორც უკრაინის დროებით რწმუნებულთან შეხვედრაზე აღინიშნა, მსგავსი ტიპის უსაფუძვლო განცხადებები ხელს არ უწყობს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს. გამოითქვა იმედი, რომ მხარეები მიმართავენ ძალისხმევას ურთიერთობის შემდგომი განვითარებისკენ”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა კიევის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც საქართველოს მადლობელია გაწეული დახმარებისთვის, რაც კიდევ ერთხელ დაუდასტურეს საქართველოს ელჩს უკრაინაში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე და იქვე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ისინი ვერ ხედავენ რაიმე საფრთხეს საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის.
კასიანოვის განცხადებასთან დაკავშირებით უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი ოთხშაბათს შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ევგენი პერებიინის.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება, უკრაინის საგარეოპოლიტიკურმა უწყებამ ამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ კიევში ვერ ხედავენ რაიმე საფრთხეს საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნის გამო.
18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მალე საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას შეამსუბუქებს, ქვეყნის ხელისუფლება მიესალმება. თუმცა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავიამიმოსვლის აღდგენის წინააღმდეგია.
2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალათ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების განხორციელება. იმავე დღეს ძალაში შევიდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული ავიახაზების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ.
რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც 20 ივნისს რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქცია გამართა. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტი აღიარა.
ქვეყნებს შორის დიალოგი შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიებისა და ასევე იმ შეხვედრების ფარგლებში, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ გრიგორი კარასინს შორის იმართება პრაღაში 2012 წლიდან.