https://sputnik-georgia.com/20230124/sedeti-fineti-nato-274202554.html
მინისტრმა სიტყვები უკან წაიღო: ფინეთი ნატოში შვედეთის გარეშე არ შევა
მინისტრმა სიტყვები უკან წაიღო: ფინეთი ნატოში შვედეთის გარეშე არ შევა
Sputnik საქართველო
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ფინეთის ხელისუფლება არ განიხილავს ნატოში დამოუკიდებლად, შვედეთის გარეშე გაწევრიანების შესაძლებლობას და ალიანსში შესვლის პროცესი... 24.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-24T16:41+0400
2023-01-24T16:41+0400
2023-07-20T15:49+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
ახალი ამბები
შვედეთი
ფინეთი
ნატო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/18/274202278_0:60:2986:1740_1920x0_80_0_0_75e3f69024da90fcb7545b844cfdd2ae.jpg
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ფინეთის ხელისუფლება არ განიხილავს ნატოში დამოუკიდებლად, შვედეთის გარეშე გაწევრიანების შესაძლებლობას და ალიანსში შესვლის პროცესი ერთობლივად გაგრძელდება, განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ შვედ კოლეგასთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.მანამდე, რამდენიმე საათის წინ ჰაავისტომ ტელეკომპანია YLE-ს ეთერში ისაუბრა და ფინეთის ნატოში შვედეთის გარეშე შესვლა არ გამორიცხა.ჰელსინკიმ და სტოკჰოლმმა ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადები ერთდროულად შეიტანეს გასული წლის მაისში. 29 ივნისს მათ ალიანსში გაწევრიანების მიწვევა მიიღეს, თუმცა პროცედურის დასრულებას ნატოს წევრი ყველა ქვეყნის თანხმობა სჭირდება. თურქეთს ასეთი ნებართვა ჯერჯერობით არ გაუცია მიუხედავად იმისა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრის ულფ კრისტერსონის თქმით, მისმა ქვეყანამ თურქეთის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა – ზოგი შესასრულებლად შეუძლებლის გამოკლებით.თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 23 იანვარს განაცხადა, რომ სტოკჰოლმს შეუძლია არ დაელოდოს ანკარის მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს განცხადება პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოსთან ულტრამემარჯვენე რასმუს პალუდანმა ყურანი საჯაროდ დაწვა. ერდოღანმა ამას მუსლიმთა წმინდა წიგნის შეურაცხმყოფელი უწოდა ყველასთვის, „ვინც პატივს სცემს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, განსაკუთრებით მუსლიმებისთვის“.
შვედეთი
ფინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/18/274202278_129:0:2858:2047_1920x0_80_0_0_0e35118201fb421110ccb8a00b072363.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, შვედეთი, ფინეთი, ნატო , მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, ახალი ამბები, შვედეთი, ფინეთი, ნატო , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ფინეთის ხელისუფლება არ განიხილავს ნატოში დამოუკიდებლად, შვედეთის გარეშე გაწევრიანების შესაძლებლობას და ალიანსში შესვლის პროცესი ერთობლივად გაგრძელდება, განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ შვედ კოლეგასთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მანამდე, რამდენიმე საათის წინ ჰაავისტომ ტელეკომპანია YLE-ს ეთერში ისაუბრა და ფინეთის ნატოში შვედეთის გარეშე შესვლა არ გამორიცხა.
„შვედეთთან უკვე მოხდა იდეების გაცვლა. ვთქვით, რომ საერთო ხაზს გავყვებით, რადგან განაცხადები ერთად გვაქვს შეტანილი... გულის სიღრმეში განვიხილავთ ვარიანტს, რომ [შვედეთი] შესაძლოა სამუდამოდ დაბლოკონ, მაგრამ ეს ჯერ ასე არ არის. გეგმა B არ არსებობს, ეს გზა არ განიხილება“, — განაცხადა ჰაავისტომ.
ჰელსინკიმ და სტოკჰოლმმა ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადები ერთდროულად შეიტანეს გასული წლის მაისში. 29 ივნისს მათ ალიანსში გაწევრიანების მიწვევა მიიღეს, თუმცა პროცედურის დასრულებას ნატოს წევრი ყველა ქვეყნის თანხმობა სჭირდება. თურქეთს ასეთი ნებართვა ჯერჯერობით არ გაუცია მიუხედავად იმისა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრის ულფ კრისტერსონის თქმით, მისმა ქვეყანამ თურქეთის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა – ზოგი შესასრულებლად შეუძლებლის გამოკლებით.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 23 იანვარს განაცხადა, რომ სტოკჰოლმს შეუძლია არ დაელოდოს ანკარის მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს განცხადება პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოსთან ულტრამემარჯვენე რასმუს პალუდანმა ყურანი საჯაროდ დაწვა. ერდოღანმა ამას მუსლიმთა წმინდა წიგნის შეურაცხმყოფელი უწოდა ყველასთვის, „ვინც პატივს სცემს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, განსაკუთრებით მუსლიმებისთვის“.