საქართველომ ფინეთის ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

© Georgian National Tourism Administration MATKA 2023
 MATKA 2023 - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2023
გამოწერა
ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში 70 ქვეყნის 850 კომპანია მონაწილეობდა.
თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სკანდინავიის ქვეყნებში ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენაში MATKA 2023 მიიღო მონაწილეობა, რომელიც ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში 20-22 იანვარს გაიმართა.
სამდღიან გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, სამცხე-ჯავახეთში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 5 ქართული ტურისტული კომპანია იყო წარდგენილი.
გამოფენის ფარგლებში საქართველოს სტენდთან დამთვალიერებლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. სტუმრები და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს სამთო კურორტებით, კულინარიით და სხვა ტურისტული პროდუქტებით დაინტერესდნენ.
MATKA Nordic Travel Fair – ჩრდილოეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ტურისტული გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად ჰელსინკის საგამოფენო ცენტრ Messukeskus-ში იანვარში ტარდება. წელს გამოფენაში 70 ქვეყნის 850 კომპანია მონაწილეობდა.
ღონისძიების მონაწილეებს შორის იყვნენ ტურისტული ინდუსტრიის ყველა სეგმენტის წარმომადგენლები: ტურ-ოპერატორები, ტურისტული სააგენტოები, სასტუმროები, გადამზიდველები, ტურისტული ოფისები, ბიზნეს-კომპანიები და ა.შ.
ყველა ახალი ამბავი
0