არტიომოვსკის ოპერატიული ალყა და უკრაინის არმიის თავდაცვის გარღვევა ზაპოროჟიეში

  - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2023
გამოწერა
რუსული ჯარის დანაყოფები და „ვაგნერის“ მოიერიშე რაზმები მეთოდურად ასრულებენ არტიომოვსკ/ბახმუტში უკრაინის მრავალათასიანი გარნიზონის ალყაში მოქცევას. ქალაქიდან სლავიანსკისა და კონსტანტინოვკის მიმართულებით მიმავალი ორი მთავარი გზა რუსული არტილერიის სამიზნე არეალშია მოქცეული. სულ უფრო გართულებულია უკრაინული ჯარისა და საბრძოლო მასალის რეზერვების გადასროლა ბახმუტში. ძლიერდება მხოლოდ „ჭურვების შიმშილი“.
ორი უკრაინული ვერტმფრენი Ми-8 დღეს ვერ მივიდა დანიშნულების ადგილამდე - ერთი არტიომოვსკის შემოგარენში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსმა ჩამოაგდო, მეორე იძულებული გახდა უკან, დასავლეთისკენ გაბრუნებულიყო.
დონეცკის მიმართულებით რუსულმა ჯარმა ოპერატიულ-ტაქტიკური შეტევითა და საბრძოლო ავიაციის დახმარებით დაიკავა დასახლებული პუნქტი კრასნოპოლიე, რომელიც სლავიანსკის ჩრდილო-დასავლეთით 16 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
ამავდროულად რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაარღვიეს უკრაინული ჯარის თავდაცვის ხაზი ზაპოროჟიეს მიმართულებით და ერთ დღეში 7 კმ-ით წაიწიეს წინ, დაიკავეს რამდენიმე დასახლებული პუნქტი და უტევენ ქალაქების გულიაპოლისა და ორეხოვის მიმართულებით. დღეს რუსეთი ზაპოროჟიეს ოლქის ტერიტორიის 75 პროცენტს აკონტროლებს.

ჩრდილოეთის ქარი

სოლედარის დაკავებისას რუსული ჯარი ქალაქ სევერსკისკენ დაიძრა. მოწინააღმდეგე პერიოდულად აქტიურობს კრემენნოის რაიონში და მაინც ვერ ახერხებს ინიციატივის შენარჩუნებას საბრძოლო თანხვედრის ხაზზე.
სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველო რუსული ჯარის კუპიანსკის მიმართულებით შეტევის პროგნოზს აკეთებს. ამ ფონზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მზადება კონტრშეტევისთვის ნაკლებად რეალისტურია, თუმცა დასავლეთი უკრაინის ამბის სწორედ ასეთ დასასრულზე საუბრობს.
ნატოს ხაზით მოკავშირეები ცდილობენ დაითანხმონ გერმანია უკრაინისთვის „ლეოპარდების“ მიწოდებაზე. ბერლინი ყოყმანობს და მანევრებს მიმართავს. აშშ-ის კონგრესში თეთრი სახლის ადმინისტრაციას მოუწოდეს კიევს, ამერიკული ტანკები Abrams და ბალისტიკური რაკეტები ATACMS გადასცეს ყირიმზე შეტევის მიზნით.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და შეიარაღებული ძალების სარდალ ვალერი ზალუჟნის ასობით ნატოს ტანკის იმედი აქვთ. ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ უახლოეს ორ-სამ კვირაში საბრძოლო მოქმედებები უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება და „დიდწილად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს“. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა 22 იანვარს დაადასტურა: „გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი ომში გადამწყვეტი იქნება. თუ ამ დროისთვის დაგეგმილი რუსეთის დიდი შეტევა ჩაიშლება, ეს რუსეთისა და პუტინისთვის კრახით დასრულდება“.
ჯერჯერობით კი უკრაინელი ახალწვეულები გამალებით ვარჯიშობენ პოლიგონბზე ბელარუსის საზღვრების მახლობლად და CNN აღნიშნავს: „მოძველებული ტანკები Т-72, რომელთაგანაც ზოგიერთი თავიანთ ეკიპაჟებზე ორჯერ უფროსები არიან, ისვრიან ბურუსში, სახმელეთო ჯარები მიტოვებული შენობების აღებაში ვარჯიშობენ...“.
ფრანგული გამოცემა Agoravox-ის ინფორმაციით, უკრაინის ბრძოლის ველზე ინიციატივა დიდი ხანია რუსეთს ეკუთვნის, უკრაინას კი „არ მიუღია არავითარი სტრატეგიული დივიდენდები, გარდა გაზაფხულზე დაკარგული ტერიტორიების ერთი-მეოცედის დაბრუნებისა.“
ოთხი კონფლიქტის ვეტერანი, აშშ-ის ჯარის პოდპოლკოვნიკი დენიელ დევისი ამბობს: „ტანკები, ქვეითის საბრძოლო მანქანები, ჰაუბიცები, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, გამანადგურებლები და სხვა - მაქსიმალურ შედეგს იძლევიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მათ ნასწავლი და გამოცდილი პროფესიონალები იყენებენ“. დღეს ნატოს ქვეყნებში მეტად ცოტა სპეციალისტია, ვისაც შეუძლია უკრაინელების გაწვრთნა რუსეთთან ომისთვის.
რუსულმა ჯარმა 11 თვეში გაანადგურა 7600 ტანკი და სხვა ჯავშანმანქანა, მათ შორის, 2000 ტანკი. დღეს რუსეთი ინტენსიურად ავსებს თავის ჯარს თანამედროვე ტანკებით Т-90М „პრორივი“. რაც უფრო აგრესიულად ჩაერევიან ნატოს ქვეყნები, მით უფრო ფართო იქნება რუსული სპეცოპერაციის ზონა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0