პრიგოჟინმა თეთრ სახლს კიდევ ერთი წერილი გაუგზავნა

© photo: Sputnik / Stringerევგენი პრიგოჟინი
ევგენი პრიგოჟინი - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2023
გამოწერა
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა კიდევ ერთი წერილი გაუგზავნა თეთრ სახლს, რომელშიც ითხოვს დაუსახელონ, თუ სად და როდის მოახდინა მან ვინმეს დესტაბილიზაცია.
პრიგოჟინის პრეს-სამსახურმა მანამდე გამოაქვეყნა მისი ღია წერილი პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის ჯონ კირბისადმი, რომელმაც განაცხადა, რომ ვაშინგტონი „ვაგნერის“ წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს და საერთაშორისო დანაშაულებრივ ორგანიზაციად აღიარებს. წერილი შედგებოდა ერთი კითხვისგან: „შეგიძლიათ დაასახელოთ, რა დანაშაული ჩაიდინა „ვაგნერმა“? მოგვიანებით სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა გაიმეორა „ვაგნერის“ წინააღმდეგ სანქციების მოტივი, მაგრამ პრიგოჟინის შეკითხვას არ უპასუხა. პრაისის თქმით, აშშ-ში მიაჩნიათ, რომ „ვაგნერი“ ჩართულია დესტაბილიზაციურ საქმიანობაში, მათ შორის აფრიკაში.

„სამწუხაროდ, თეთრმა სახლმა არ უპასუხა ჩემს წერილს. ხოლო კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, არის მცდელობა, დესტაბილიზაციის შესახებ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლონ. მინდა განსაკუთრებით გამოვყო დესტაბილიზაციური საქმიანობის საკითხი. უკრაინაში ომია. მე ამ ომის ერთ-ერთი მონაწილე ვარ ჩემი სამშობლო რუსეთის მხრიდან, რომლის ინტერესებსაც ვიცავდი, ვიცავ და დავიცავ. ყველა სხვა ქვეყანაში, სადაც ვყოფილვარ, ყოველთვის ვიყავი მოქმედი ხელისუფლებისა და მკვიდრი მოსახლეობის მხარეზე. რაშია დესტაბილიზაცია? როდის და სად მოვახდინე ვინმეს დესტაბილიზაცია? გთხოვთ, მიპასუხოთ“, — ნათქვამია პრიგოჟინის წერილში, რომელიც Telegram-არხზე გამოქვეყნდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა ჟურნალისტების თხოვნაზე პასუხად, კომენტარი გაეკეთებინა პრიგოჟინის წერილთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკვე „განმარტა თავისი შიშები „ვაგნერთან“ დაკავშირებით, გაასაჯაროვა რა გასაიდუმლოებული მასალები და ფოტოები სამხედრო კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით“.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ადრე განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ „ვაგნერის“ დანაშაულებრივ ორგანიზაციად აღიარებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც რუსეთისთვის და არც თავად სამხედრო კომპანიისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0