ქართველმა კალათბურთელმა „ვისკონსინ ჰერდში“ თავისი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გამართა

© courtesy of Sandro Mamukelashviliსანდრო მამუკელაშვილი
სანდრო მამუკელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2023
გამოწერა
ქართველ კალათბურთელს კარიერაში მორიგი საუკეთესო შედეგისთვის მხოლოდ 1 ქულა დააკლდა.
თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. NBA-ს ქართველმა ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა თავის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და „ვისკონსინ ჰერდის“ შემადგენლობაში 31 ქულა მოიპოვა. კლუბი „მილუოკი ბაქსის“ სარეზერვო გუნდია, რომელიც NBA G League-ში – „განვითარების ლიგაში“ გამოდის.
„ვისკონსინ ჰერდი“ Motor City Cruiser-ს დაუპირისპირდა. მიუხედავად მამუკელაშვილის მცდელობისა, მისმა გუნდმა ოვერტაიმში 130:134 წააგო.
სანდრო მამუკელაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, ითამაშა 41 წუთი, რაც მისი რეკორდია. ქართველ კალათბურთელს კარიერაში მორიგი საუკეთესო შედეგისთვის (რეკორდი – 32 ქულა) მხოლოდ 1 ქულა დააკლდა.
31 ქულის გარდა მამუკელაშვილმა მოაგროვა 12 მოხსნა, გაიფორმა კიდევ ერთი დაბლ-დაბლი G ლიგაში და გახდა MVP – მატჩის ყველაზე ღირებული მოთამაშე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0