ლოჩოშვილმა იტალიის ჩემპიონატის ბოლო მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა

© courtesy of U.S. Cremoneseლუკა ლოჩოშვილი
ლუკა ლოჩოშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2023
გამოწერა
ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეს“ ავსტრიული „ვოლფსბერგერიდან“ შეუერთდა.
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და იტალიური „კრემონეზეს“ მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა ტრავმის გამო სერია А-ს ორი ტური გამოტოვა, იუწყება გამოცემა Sportgrigiorosso.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იტალიური სპორტული მედია წერდა, რომ „კრემონეზეს“ ახალ მწვრთნელს დავიდე ბალარდინის ქართველი მცველი უბრალოდ არ მოსწონს და ამიტომაც იგი ძირითად შემადგენლობაში არ ხვდება.

„ბოლონიასთან“ მატჩში „კრემონეზეს“ ვერ დაეხმარა თავდამსხმელი სირილ დესერსი, რომელმაც „მონცასთან“ მატჩში ტრავმა მიიღო. ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა მცველ ლოჩოშვილსაც“, – ნათქვამია სტატიაში.

ლოჩოშვილის კლუბი იტალიის ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა და, შესაძლოა, სერია A-დან გამოვარდეს. „კრემონეზეს“ ჩემპიონატის პირველ წრეში მხოლოდ 8 ქულა აქვს და პირველ ადგილზე მყოფ „ნაპოლის“ 42 ქულით ჩამორჩება.
ყველა ახალი ამბავი
0