საშიში დაავადების სამი ადრეული ნიშანი ენაზე: რას უნდა მიექცეს ყურადღება

© Pexels / Jefferson Palomiqueგოგონა გამოყოფილი ენით
გოგონა გამოყოფილი ენით - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2023
გამოწერა
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. კიბოს უჯრედები სხეულის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება განვითარდეს, მათ შორის პირის ღრუშიც, წერს გამოცემა Express ბრიტანელ სპეციალისტებზე დაყრდნობით.
Cancer Research UK-ს ექსპერტების თქმით, ავთვისებიანი ოკოლოგიური წარმონაქმნები შეიძლება განვითარდეს ენაზე ან მის ქვეშ. ენის კიბოს ძირითად მიზეზებად მიიჩნევა თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის სმა და ასევე ადამიანის პაპილომავირუსით (HPV infection) ინფიცირება.
ბრიტანელი სპეციალისტების რეკომენდაციით, აუცილებელია ადამიანმა დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს, თუ ენაზე შენიშნა:
წითელი ან თეთრი ლაქა, რომელიც არ ქრება;
წყლული ან ბურთულა, რომელიც არ ქრება;
უმიზეზო სისხლდენა, რომელიც არ უკავშირდება ენაზე კბენას ან სხვა რომელიმე მექანიკურ ტრავმას.
გარდა ამისა, პირის ღრუში კიბოს განვითარებაზე შეიძლება მიანიშნებდეს:
ყელის გამუდმებული ტკივილი;
ტკივილი ყლაპვის დროს;
პირის გამუდმებული დაბუჟება;
ყურის ტკივილი.
ამასთან ერთად ექიმები წერენ, რომ თამბაქოს მოწევაზე პირის ღრუს კანცეროდაავადებების რისკის 60% მოდის, ალკოჰოლზე − 30 პროცენტი, დანარჩენი კი ადამიანის პაპილომავირუსით (HPV) ინფიცირებაზე.
სპეციალისტების განმარტებით, HPV-ს შეუძლია გამოიწვიოს ისეთი ცვლილებები პირის ღრუსა და ყელში, რომლებიც შემდგომში კიბოდ გარდაიქმნება.

„HPV-ს გაჩენა პირში შესაძლოა უკავშირდებოდეს გარკვეულ სექსუალურ ქცევებს, ისეთებს, როგორიცაა ორალური სექსი, ასევე მრავალრიცხოვან სექსუალურ პარტნიორებს“, − განაცხადეს Cancer Research UK-ში.

ამასთან აღინიშნება, რომ ეს ვირუსი „ძალიან გავრცელებულია“, არსებობს მისი ასობით შტამი, თუმცა მათგან მხოლოდ 13 იწვევს კიბოს.
ყველა ახალი ამბავი
0