მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ირანი ევროკავშირსა და ბრიტანეთს საპასუხო სანქციებს დაუწესებს

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2023
გამოწერა
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ირანი მალე საპასუხო სანქციებს დააწესებს ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ, განაცხადა ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნასერ ქანაანიმ.

„ევროკავშირისა და ბრიტანეთის ქმედებები არის მათი გონებრივი უუნარობის ნიშანი – სწორად გაიგონ თანამედროვე ირანის რეალობა. ასევე მათი დაბნეულობის ნიშანი ჩვენს ქვეყანაში არსებულ ხელისუფლებასთან დაკავშირებით. ირანი მალე გამოაცხადებს ახალი სანქციების სიას ევროკავშირსა და ინგლისში ადამიანის უფლებების დამრღვევთა და ტერორიზმის ხელშემწყობთა წინააღმდეგ“, — ნათქვამია ქანაანის განცხადებაში, რომელიც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს Telegram-არხზე გამოქვეყნდა.

ერთი დღით ადრე ევროკავშირმა პერსონალური სანქციების ახალი პაკეტი გამოაქვეყნა ირანის წინააღმდეგ, რომელშიც 18 ფიზიკური პირი და 19 ორგანიზაცია შედის. ევროკავშირი მათ ქვეყანაში გამართული საპროტესტო აქციების ჩახშობაში მონაწილეებად მიიჩნევს.
კერძოდ, სანქციები დაუწესდათ: ირანის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ჰამიდ საჯადს, ყოფილ და მოქმედ რეგიონულ ლიდერებს, დეპუტატებს, მედიასაშუალებების ხელმძღვანელებსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს. ორგანიზაციებს შორისაა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის რეგიონული ფილიალები.
მანამდე, 18 იანვარს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, შეიყვანოს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში.
ყველა ახალი ამბავი
0