მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩრდილოკორეული ფილმი პლანეტარულ სასწაულზე: „კოვიდი 80 დღეში დავამარცხეთ“

© AP Photo / Cha Song Hoფხენიანი
ფხენიანი - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2023
გამოწერა
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ჩრდილოეთ კორეამ კორონავირუსთან გამკლავება დაახლოებით 80 დღეში მოახერხა, რაც სასწაულია მთელი პლანეტის მასშტაბით, ნათქვამია დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური ტელევიზიით გადაიცა.
ფილმში აღწერილია ფხენიანის ბრძოლა COVID-19-ის წინააღმდეგ, რომლის პირველი შემთხვევაც, ხელისუფლების ცნობით, ქვეყანაში მხოლოდ 2022 წლის მაისში დაფიქსირდა.

„ჩვენს ქვეყანაში მავნე ვირუსის შემოღწევის საფრთხე პრობლემა იყო, მაგრამ კიდევ უფრო დიდი პრობლემა იყო ის, რომ გვქონდა სუსტი საკარანტინო სამედიცინო ინფრასტრუქტურა. ჩვენ მოგვიწია გადაგვეტანა უპრეცედენტო კრიზისი, როდესაც მსოფლიო ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში იყო პანდემიის ორწლიანი პერიოდის გამო“, — ნათქვამია ფილმში.

ფილმის ავტორები ჩრდილოეთ კორეაში COVID-19-ის გავრცელების პერიოდს უდიდეს გამოწვევად აფასებენ სახელმწიფოს დაარსების დღიდან.
ამასთან ხაზგასმულია, რომ ქვეყანამ კორონავირუსთან გამკლავება დაახლოებით 80 დღეში მოახერხა. ეს წარმატება აღწერილია, როგორც „სასწაული მთელი პლანეტისთვის“ და „უპრეცედენტო მოვლენა“ ქვეყნის ისტორიაში.
2022 წლის 12 მაისს ჩრდილოეთ კორეის ცენტრალურმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში კოროვირუსული ინფექციის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. უკვე 10 აგვისტოს ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მოსახლეობას კორონავირუსის დამარცხების შესახებ აცნობა.
წყარო: Yonhap
ყველა ახალი ამბავი
0