მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ხარობს საქართველოშიც: აღმოჩენილია მცენარეული ნაერთი, რომელიც კიბოს ეფექტურად თრგუნავს

© Pixabay / Hietapartaმცენარე მამულა - Artemisia Vulgaris
მცენარე მამულა - Artemisia Vulgaris - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2023
გამოწერა
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საუდის არაბეთის ჰაილის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბუნებრივი შენაერთი, რომელიც კიბოს უჯრედებისა და პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდას ანელებს, თანაც ისე, რომ ჯანმრთელ უჯრედებს არ აზიანებს, იუწყება პორტალი Sayidaty.
მეცნიერების თქმით, ახლად აღმოჩენილი შენაერთი მცენარე Artemisia Vulgaris-ის (საქართველოში ცნობილია სახელწოდებით „მამულა“) ექსტრაქტს შეიცავს, რომელიც საუდის არაბეთის რამდენიმე რეგიონში ხარობს.
სწავლულებმა ექსტრაქტი პროსტატიტის კიბოზე გამოსცადეს და დაადგინეს, რომ ნაერთი ნამდვილად ეფექტურია. ის უერთდება მხოლოდ კიბოს უჯრედების რეცეპტორებს, ხოლო ნორმალურ უჯრედებზე არანაირ ზეგავლენას არ ახდენს.
როგორც მკვლევარები აცხადებენ, ექსტრატს არანაირი ნაკლი არ აქვს. ახალმა ნაერთმა მრავლის აღმთქმელი და პერსპექტიული ლაბორატორიული შედეგები გამოავლინა კიბოს უჯრედების ზრდის შენელებაში.
ახლა საუდის არაბეთის ფარმაცევტული კომპანიები კლინიკური კვლევების ჩატარებას აპირებენ, რათა შემდგომში ამ ნაერთზე დამზადებული მედიკამენტები აწარმოონ.
მამულა (ლათინურად Artemisia vulgaris) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. მისი ღეროს სიმაღლე 100-150 სმ-ს აღწევს.
ის ფართოდ არის გავრცელებული საქართველოს თითქმის ყველა რაიონში — უმეტესად დანაგვიანებულ კარმიდამოებში, ბუჩქნარებში, ბოსტნებში, ნასვენ მიწებზე, მდინარეების ნაპირებზე და სხვა ადგილებში.
მცენარე შეიცავს კაროტინს, ასკორბინის მჟავას, საპონინებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ალკალოიდებს, ეთერზეთებს. ბალახში ასევე შედის კუმარინის წარმოებულები: კუმარინი, უმბელიფერონი, ესკულეტინი, სკოპოლეტინი და სხვ. აქვს ძლიერი პიკანტური სუნი. იმის გამო, რომ ეთეროვან ზეთებს შეიცავს, საქონელი მამულას არ ეტანება.
წყარო: Sayidaty
ყველა ახალი ამბავი
0