https://sputnik-georgia.com/20230124/20-wlis-fexburtelis-gardacvaleba-koronavirusisgan-meddas-patimroba-emuqreba-274183296.html
მედდას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება: 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალება კორონავირუსისგან
მედდას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება: 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალება კორონავირუსისგან
Sputnik საქართველო
გამოძიება გრძელდება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები პაციენტის გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად. 24.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-24T10:02+0400
2023-01-24T10:02+0400
2023-01-24T18:23+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_f3d4a574f41676e7c9543069e0779b38.jpg
თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) უფროს მედდას კორონავირუსული ინფექციის გართულების გამო გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის სამედიცინო ისტორიის გაყალბების გამო ბრალი წაუყენეს, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.ვახტანგ ჩარკვიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც ის COVID-19-ის დიაგნოზით მოათავსეს, 2021 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა. ახალგაზრდის ოჯახს არ სჯერა, რომ ის ინფექციის გამო შეიძლება გარდაცვლილიყო. დაღუპულის მამამ მედპერსონალი გულგრილობაში დაადანაშაულა და მიიჩნია, რომ მისი ვაჟი მედიკოსების დაგვიანებული რეაქციისა და არასწორი მკურნალობის გამო გარდაიცვალა.შსს-ს მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ფეხბურთელი კლინიკაში კორონავირუსით 11 აგვისტოს მოხვდა, სადაც მას სამედიცინო ისტორია გაუხსნეს, ნათქვამია განცხადებაში.პაციენტის მკურნალობის დროს კლინიკის ექიმები და მორიგე მედდები ყოველდღიურად ავსებდნენ დოკუმენტს – „პაციენტის დანიშნულების ფურცლებს“, რომელიც სამედიცინო ისტორიის ნაწილია. დოკუმენტში მითითებულია ცნობა პაციენტისთვის სამედიცინო მანიპულაციების ჩატარების შესახებ (პაციენტის ვიტალური მონაცემების, მიწოდებული მედიკამენტების და მათი დოზების მითითებით). დოკუმენტზე ხელი მოაწერეს ექიმმა და მორიგე ექთანმა, რომლებიც უშუალოდ ატარებდნენ სამკურნალო მანიპულაციებს.სამედიცინო ისტორიის დახურვის შემდეგ, 2021 წლის სექტემბერში გამოირკვა, რომ 2021 წლის 17 აგვისტოდან 2021 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით დათარიღებული „პაციენტის დანიშნულების ფურცლები“ არ იყო ხელმოწერილი შესაბამისი მორიგე ექთნების მიერ.სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების მუხლებით, რაც ისჯება ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები პაციენტის გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_94:118:1076:854_1920x0_80_0_0_b848fde4ab5a5b13229dc35decf167ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საზოგადოება
მედდას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება: 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალება კორონავირუსისგან
10:02 24.01.2023 (განახლებულია: 18:23 24.01.2023) გამოძიება გრძელდება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები პაციენტის გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად.
თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) უფროს მედდას კორონავირუსული ინფექციის გართულების გამო გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის სამედიცინო ისტორიის გაყალბების გამო ბრალი წაუყენეს, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
ვახტანგ ჩარკვიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც ის COVID-19-ის დიაგნოზით მოათავსეს, 2021 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა. ახალგაზრდის ოჯახს არ სჯერა, რომ ის ინფექციის გამო შეიძლება გარდაცვლილიყო. დაღუპულის მამამ მედპერსონალი გულგრილობაში დაადანაშაულა და მიიჩნია, რომ მისი ვაჟი მედიკოსების დაგვიანებული რეაქციისა და არასწორი მკურნალობის გამო გარდაიცვალა.
შსს-ს მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ფეხბურთელი კლინიკაში კორონავირუსით 11 აგვისტოს მოხვდა, სადაც მას სამედიცინო ისტორია გაუხსნეს,
ნათქვამია განცხადებაში.
პაციენტის მკურნალობის დროს კლინიკის ექიმები და მორიგე მედდები ყოველდღიურად ავსებდნენ დოკუმენტს – „პაციენტის დანიშნულების ფურცლებს“, რომელიც სამედიცინო ისტორიის ნაწილია. დოკუმენტში მითითებულია ცნობა პაციენტისთვის სამედიცინო მანიპულაციების ჩატარების შესახებ (პაციენტის ვიტალური მონაცემების, მიწოდებული მედიკამენტების და მათი დოზების მითითებით). დოკუმენტზე ხელი მოაწერეს ექიმმა და მორიგე ექთანმა, რომლებიც უშუალოდ ატარებდნენ სამკურნალო მანიპულაციებს.
სამედიცინო ისტორიის დახურვის შემდეგ, 2021 წლის სექტემბერში გამოირკვა, რომ 2021 წლის 17 აგვისტოდან 2021 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით დათარიღებული „პაციენტის დანიშნულების ფურცლები“ არ იყო ხელმოწერილი შესაბამისი მორიგე ექთნების მიერ.
ამავე პერიოდში ბრალდებულმა აღნიშნულ დოკუმენტზე მორიგე ექთნების ნაცვლად თავად მოაწერა ხელი იმ დროს, როცა მას ფეხბურთელის მკურნალობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, და გაყალბების შემდეგ აღნიშნული დოკუმენტები სამედიცინო ისტორიაში მოათავსა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების მუხლებით, რაც ისჯება ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები პაციენტის გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად.