https://sputnik-georgia.com/20230123/xalxiszala-ass-saelco-saqartvelos-sasamartlo-sistemaze-zemoqmedebas-cdilobs-274163935.html
„ხალხის ძალა“: აშშ-ის საელჩო საქართველოს სასამართლო სისტემაზე ზემოქმედებას ცდილობს
„ხალხის ძალა“: აშშ-ის საელჩო საქართველოს სასამართლო სისტემაზე ზემოქმედებას ცდილობს
Sputnik საქართველო
ამერიკის ხელისუფლება ჯერ კიდევ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროიდან ცდილობს გავლენის მოხდენას საქართველოს სასამართლო სისტემაზე, მიიჩნევენ „ხალხის ძალაში“. 23.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-23T17:17+0400
2023-01-23T17:17+0400
2023-01-23T20:46+0400
usaid - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22863/51/228635186_38:0:1000:541_1920x0_80_0_0_f93ced29ab157a73e5a6a8baab6989a1.jpg
თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. აშშ-ის საელჩო საქართველოში ცდილობს ქართულ სასამართლოზე გავლენა მოიპოვოს USAID-ის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტ „პროლოგის“ მეშვეობით, ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში.„ხალხის ძალა“ 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში პარლამენტის ოთხმა დეპუტატმა – სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააარსეს. მანამდე მათ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს, რათა, როგორც მათ განმარტეს, თავისუფლად გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები და ამასთან პარტია, რომელსაც ბევრ რამეში მხარს უჭერენ, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ.აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით 1998–2011 წლებში მიხეილ სააკაშვილს ე.წ. სასამართლო რეფორმა ჩააბარეს. გარდა ამისა, მათი მხარდაჭერით 2004–2005 წლებში იმ დროს მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასამართლო სისტემაში წმენდა ჩაატარა, ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.ათობით მოსამართლე გაათავისუფლეს კონსტიტუციის დარღვევით, ხოლო სააკაშვილისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ტანდემმა მიაღწია მართლმსაჯულებაზე სრულ კონტროლს, აღნიშნეს „ხალხის ძალაში“.სასამართლო 2004-12 წლებში იქცა „ნაცმოძრაობის“ რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ რგოლად, ხოლო საელჩო ამაზე არათუ ხმას არ იღებდა, პირიქით, სისტემის მთავარ მფარველად გვევლინებოდა, აღნიშნულია წერილში.„პროლოგმა“ თავდასხმა საქართველოს სასამართლო სისტემაზე 2015 წლის შემდეგ დაიწყო, მას მერე, რაც სისტემა საბოლოოდ გათავისუფლდა „ნაცმოძრაობის“ გავლენისგან, მიიჩნევენ „ხალხის ძალაში“.„ხალხის ძალა“ ამზადებს კანონს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ>>„ფაქტია, რომ სააკაშვილი-ადეიშვილის სასამართლოს მთავარ მფარველებს გაჯანსაღებული სასამართლო სისტემა არ მოსწონთ, რისი მიზეზიც მხოლოდ ერთი – პოლიტიკური ინტერესი შეიძლება იყოს“, – აღნიშნავენ განცხადების ავტორები.დღეს „პროლოგი“ ითხოვს უპრეცედენტო ცვლილებებს კანონმდებლობაში, რომელთა ერთადერთი მიზანი სასამართლო სისტემაზე „ნაცმოძრაობის“ გავლენის დაბრუნებაა, ნათქვამია განცხადებაში.„პროლოგი“ აგრძელებს კონსტიტუციური ორგანოს – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „არაღიარების პოლიტიკას“, რაც ჩვენი კონსტიტუციური სისტემის მიმართ უპატივცემულობის უხეში გამოვლინებაა, აცხადებენ „ხალხის ძალაში“.გარდა ამისა, „პროლოგის“ დაფინანსებით წარმოებს სასამართლოს მადისკრედიტირებელი პიარ-კამპანიები და ხორციელდება სასამართლო სისტემის ე.წ. კლანად ბრენდირება საბჭოური პროპაგანდის მეთოდებით.„ხალხის ძალა“: აშშ ფულს საქართველოში აგენტურაზე ხარჯავს>>„პროლოგის“ დაუფარავი მცდელობა, შეაღწიონ სასამართლო სისტემაში და მასზე საელჩოს და „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური გავლენა აღადგინონ, საზოგადოებამ სათანადოდ უნდა შეაფასოს და ხელისუფლება ვალდებულია ამას შესაბამისი ზომები დაუპირისპიროს, აღნიშნავენ განცხადების ავტორები.პროექტი „ კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG) ფინანსდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და თანამშრომლობს სახელმწიფო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, სამართლებრივ სკოლებთან და სხვა პარტნიორებთან.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22863/51/228635186_279:0:1000:541_1920x0_80_0_0_1fb75f7c24b847b818b10177a759f2d9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
usaid - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, აშშ
usaid - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, აშშ
„ხალხის ძალა“: აშშ-ის საელჩო საქართველოს სასამართლო სისტემაზე ზემოქმედებას ცდილობს
17:17 23.01.2023 (განახლებულია: 20:46 23.01.2023) ამერიკის ხელისუფლება ჯერ კიდევ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროიდან ცდილობს გავლენის მოხდენას საქართველოს სასამართლო სისტემაზე, მიიჩნევენ „ხალხის ძალაში“.
თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. აშშ-ის საელჩო საქართველოში ცდილობს ქართულ სასამართლოზე გავლენა მოიპოვოს USAID-ის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტ „პროლოგის“ მეშვეობით, ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
„ხალხის ძალა“ 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში პარლამენტის ოთხმა დეპუტატმა – სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააარსეს. მანამდე მათ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს, რათა, როგორც მათ განმარტეს, თავისუფლად გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები და ამასთან პარტია, რომელსაც ბევრ რამეში მხარს უჭერენ, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ.
აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით 1998–2011 წლებში მიხეილ სააკაშვილს ე.წ. სასამართლო რეფორმა ჩააბარეს. გარდა ამისა, მათი მხარდაჭერით 2004–2005 წლებში იმ დროს მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასამართლო სისტემაში წმენდა ჩაატარა, ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ათობით მოსამართლე გაათავისუფლეს კონსტიტუციის დარღვევით, ხოლო სააკაშვილისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ტანდემმა მიაღწია მართლმსაჯულებაზე სრულ კონტროლს, აღნიშნეს „ხალხის ძალაში“.
„აღნიშნული წმენდის არაკონსტიტუციურობის მიუხედავად, საერთაშორისო პარტნიორებს ამ პროცესის მიმართ არავითარი შენიშვნა არ გამოუთქვამთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
სასამართლო 2004-12 წლებში იქცა „ნაცმოძრაობის“ რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ რგოლად, ხოლო საელჩო ამაზე არათუ ხმას არ იღებდა, პირიქით, სისტემის მთავარ მფარველად გვევლინებოდა, აღნიშნულია წერილში.
„პროლოგმა“ თავდასხმა საქართველოს სასამართლო სისტემაზე 2015 წლის შემდეგ დაიწყო, მას მერე, რაც სისტემა საბოლოოდ გათავისუფლდა „ნაცმოძრაობის“ გავლენისგან, მიიჩნევენ „ხალხის ძალაში“.
„ფაქტია, რომ სააკაშვილი-ადეიშვილის სასამართლოს მთავარ მფარველებს გაჯანსაღებული სასამართლო სისტემა არ მოსწონთ, რისი მიზეზიც მხოლოდ ერთი – პოლიტიკური ინტერესი შეიძლება იყოს“, – აღნიშნავენ განცხადების ავტორები.
დღეს „პროლოგი“ ითხოვს უპრეცედენტო ცვლილებებს კანონმდებლობაში, რომელთა ერთადერთი მიზანი სასამართლო სისტემაზე „ნაცმოძრაობის“ გავლენის დაბრუნებაა, ნათქვამია განცხადებაში.
„არსებითად სწორედ „პროლოგის“ მეშვეობით ცდილობს საელჩო ქართულ სასამართლო სისტემაზე გავლენის მოპოვებას, რისი ერთ-ერთი მექანიზმიც „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული მოსამართლეების ამერიკული ვოიაჟებითა და მსგავსი ტიპის ღონისძიებებით პერმანენტული წახალისებაა“, – ნათქვამია განცხადებაში.
„პროლოგი“ აგრძელებს კონსტიტუციური ორგანოს – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „არაღიარების პოლიტიკას“, რაც ჩვენი კონსტიტუციური სისტემის მიმართ უპატივცემულობის უხეში გამოვლინებაა, აცხადებენ „ხალხის ძალაში“.
გარდა ამისა, „პროლოგის“ დაფინანსებით წარმოებს სასამართლოს მადისკრედიტირებელი პიარ-კამპანიები და ხორციელდება სასამართლო სისტემის ე.წ. კლანად ბრენდირება საბჭოური პროპაგანდის მეთოდებით.
„პროლოგის“ დაუფარავი მცდელობა, შეაღწიონ სასამართლო სისტემაში და მასზე საელჩოს და „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური გავლენა აღადგინონ, საზოგადოებამ სათანადოდ უნდა შეაფასოს და ხელისუფლება ვალდებულია ამას შესაბამისი ზომები დაუპირისპიროს, აღნიშნავენ განცხადების ავტორები.
პროექტი „ კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG) ფინანსდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და თანამშრომლობს სახელმწიფო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, სამართლებრივ სკოლებთან და სხვა პარტნიორებთან.