https://sputnik-georgia.com/20230123/tbilisis-tavze-myari-nawilakebis-koncentracia-semcirebulia-274176894.html
თბილისის თავზე მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია შემცირებულია
თბილისის თავზე მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია შემცირებულია
Sputnik საქართველო
თბილისში ჰაერი ძლიერ დაბინძურებული იყო მყარი ნაწილაკებით, რომლებიც ყარაყუმის უდაბნოდან გავრცელდა. 23.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-23T20:27+0400
2023-01-23T20:27+0400
2023-01-23T22:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23937/35/239373521_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_c6c3509141b9af774f764e23933bdb44.jpg
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ყარაყუმის უდაბნოდან გავრცელებული მტვერი, რომელიც ბოლო დღეებში თბილისის თავზე ფიქსირდებოდა, გაიფანტა, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე გამოქვეყნებული მონიტორინგის შედეგების თანახმად, 18 იანვრიდან თბილისში ჰაერი ძლიერ იყო დაბინძურებული. მიზეზად ყარაყუმის უდაბნოდან ქვიშის ნაწილაკების გავრცელება დასახელდა.თბილისის თავზე PM10 და PM2.5 ტიპის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის გაზრდა დაფიქსირდა. PM10 - ეს არის ჰაერში არსებული ნებისმიერი მყარი ნაწილაკი 10 მიკრომეტრი ან ნაკლები დიამეტრით, მათ შორის კვამლი, მტვერი, ჭვარტლი, მარილები, მჟავები და ლითონები. PM2.5 - შეწონილი მყარი მიკრონაწილაკები და სითხის უმცირესი წვეთები (10 ნმ - 2,5 მიკრონი დიამეტრის).გარემოს სააგენტოს სპეციალისტები ურჩევენ მოქალაქეებს, ხშირად ეწვიონ ვებ-გვერდს Air.gov.ge და შეამოწმონ ჰაერის ხარისხი თავიანთ დასახლებულ პუნქტში.ბოლო დღეებში ატმოსფერული ჰაერი მეტად დაბინძურებული იყო აღმაშენებლის, რუსთაველის, წერეთლის, ყაზბეგის გამზირებსა და ვარკეთილის რაიონში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23937/35/239373521_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_44f33276be1353b7decba8c5e31f1086.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
თბილისის თავზე მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია შემცირებულია
20:27 23.01.2023 (განახლებულია: 22:27 23.01.2023) თბილისში ჰაერი ძლიერ დაბინძურებული იყო მყარი ნაწილაკებით, რომლებიც ყარაყუმის უდაბნოდან გავრცელდა.
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ყარაყუმის უდაბნოდან გავრცელებული მტვერი, რომელიც ბოლო დღეებში თბილისის თავზე ფიქსირდებოდა, გაიფანტა, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის
პორტალზე გამოქვეყნებული მონიტორინგის შედეგების თანახმად, 18 იანვრიდან თბილისში ჰაერი ძლიერ იყო დაბინძურებული. მიზეზად ყარაყუმის უდაბნოდან ქვიშის ნაწილაკების გავრცელება დასახელდა.
თბილისის თავზე PM10 და PM2.5 ტიპის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის გაზრდა დაფიქსირდა. PM10 - ეს არის ჰაერში არსებული ნებისმიერი მყარი ნაწილაკი 10 მიკრომეტრი ან ნაკლები დიამეტრით, მათ შორის კვამლი, მტვერი, ჭვარტლი, მარილები, მჟავები და ლითონები. PM2.5 - შეწონილი მყარი მიკრონაწილაკები და სითხის უმცირესი წვეთები (10 ნმ - 2,5 მიკრონი დიამეტრის).
გარემოს სააგენტოს სპეციალისტები ურჩევენ მოქალაქეებს, ხშირად ეწვიონ ვებ-გვერდს Air.gov.ge და შეამოწმონ ჰაერის ხარისხი თავიანთ დასახლებულ პუნქტში.
ბოლო დღეებში ატმოსფერული ჰაერი მეტად დაბინძურებული იყო აღმაშენებლის, რუსთაველის, წერეთლის, ყაზბეგის გამზირებსა და ვარკეთილის რაიონში.