საზღვარგარეთ მინდა მკურნალობა!

საზღვარგარეთ მინდა მკურნალობა!
საზღვარგარეთ მინდა მკურნალობა! - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2023
გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე დაახლოებით ორი თვეა განიხილება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საკითხი.
დაკავებულის მთავარი მოთხოვნა მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ წაყვანაა. ამისათვის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ დააყენა შუამდგომლობა, სააკაშვილის საქმე განიხილებოდეს შესვენებების გარეშე.
თავად სააკაშვილმა ყველაფერი განმარტა იმით, რომ მას „ფიზიკურად აღარ გააჩნია ადამიანური რესურსი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“.
ყოფილი პრეზიდენტი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. ჯანმრთელობის პრობლემები სააკაშვილს 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ დაეწყო. დაკავების შემდეგ მან ციხის საკანში ჯამში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო დაყო, დანარჩენი დრო კი კლინიკებში გაატარა – ჯერ ციხის საავადმყოფოში, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ბოლოს კი კლინიკა „ვივამედში“.
ყველა ახალი ამბავი
0