პესკოვი: იაპონია აქტიურად შეუერთდა მტრული სახელმწიფოების ბანაკს

© photo: Sputnik / Kirill Kalinnikov / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2023
გამოწერა
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. იაპონია ძალიან აქტიურად შეუერთდა რუსეთის მიმართ არამეგობრულად განწყობილი სახელმწიფოების ბანაკს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
კრემლის პრეს-სპიკერმა ეს განცხადება ჟურნალისტებთან ტოკიოსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივაზე საუბრისას გააკეთა.

„საქმე ისაა, რომ იაპონია ძალიან პროაქტიულად შეუერთდა იმ სახელმწიფოების ბანაკს, რომლებიც ჩვენთვის არამეგობრულ ქვეყნებად იქცნენ. თავისი მოქმედებებით იაპონია არ ამჟღავნებს არანაირ კონსტრუქტივიზმს ორმხრივი ურთიერთობების კუთხით“, — განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რაც ორ ქვეყანას შორის სამხრეთ კურილის ოთხი კუნძულის საკითხს დღემდე პრობლემად ტოვებს. აღნიშნული კუნძულები საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომის შედეგების საფუძველზე გადაეცა. თუმცა 1951 წელს საბჭოთა დელეგაციამ ხელი არ მოაწერა სან-ფრანცისკოს ზავს, რომელშიც იაპონიასთან ომის შედეგები მტკიცდებოდა, მაგრამ არ იყო შესული სსრკ-ის სუვერენიტეტის საკითხი კურილებზე.
1956 წელს საბჭოთა კავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ეთანხმებოდა იაპონიისთვის ორი კუნძულის — ჰაბომაისა და შიკოტანის გადაცემის საკითხის განხილვას მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდებოდა, მაგრამ შემდგომმა მოლაპარაკებებმა ვითარება ვერანაირად ვერ შეცვალა.
გასული წლის 21 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი ტოკიოს არამეგობრული ნაბიჯების საპასუხოდ უარს ამბობს იაპონიასთან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, წყვეტს უვიზო მიმოსვლას იაპონიის მოქალაქეებისთვის სამხრეთ კურილის კუნძულებზე და გადის იაპონიასთან დიალოგიდან სამხრეთ კურილებზე ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის დამყარების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0