https://sputnik-georgia.com/20230123/ruset-ukrainis-konfliqti-274159282.html
ნარიშკინი: კიევი დასავლურ იარაღს ატომური ელექტროსადგურების ტერიტორიებზე ინახავს
ნარიშკინი: კიევი დასავლურ იარაღს ატომური ელექტროსადგურების ტერიტორიებზე ინახავს
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. უკრაინელი სამხედროები დასავლურ იარაღს ატომური ელექტროსადგურების ტერიტორიებზე ინახავენ, განაცხადა რუსეთის საგარეო დაზვერვის... 23.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-23T14:44+0400
2023-01-23T14:44+0400
2023-01-23T17:47+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
პოლიტიკა
ახალი ამბები
საერთაშორისო პანორამა
მსოფლიოში
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/06/249943810_0:118:3220:1929_1920x0_80_0_0_4ab1bf85d66f5e1db5fb0e00554b163e.jpg
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. უკრაინელი სამხედროები დასავლურ იარაღს ატომური ელექტროსადგურების ტერიტორიებზე ინახავენ, განაცხადა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა.რუსეთის დაზვერვის მონაცემებით, მხოლოდ დეკემბრის ბოლო კვირაში როვენის ატომურ ელექტროსადგურზე „სასიკვდილო ტვირთის" რამდენიმე ვაგონი მიიტანეს.როგორც ნარიშკინი ამბობს, კიევს იმედი აქვს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ატომურ ელექტროსადგურებს არ დაარტყამს — ბირთვული კატასტროფის შიშით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის „კიდევ ერთი გზაარეული რაკეტა“ ასეთი სადგურისა და მისი საწყობების მასშტაბურ აფეთქებას გამოიწვევს, ტრაგედია მაინც მოსკოვს დაბრალდება.რუსული დაზვერვის შეფის თქმით, ამ მეთოდს ხშირად იყენებენ საერთაშორისო ტერორისტები.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/06/249943810_246:0:2975:2047_1920x0_80_0_0_a45441ddbe1e518f80281162b07938b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, პოლიტიკა, ახალი ამბები, საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, პოლიტიკა, ახალი ამბები, საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. უკრაინელი სამხედროები დასავლურ იარაღს ატომური ელექტროსადგურების ტერიტორიებზე ინახავენ,
განაცხადა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა.
„არსებობს სანდო ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები დასავლეთის მიერ მიწოდებულ იარაღსა და საბრძოლო მასალებს ატომური ელექტროსადგურების ტერიტორიებზე ინახავენ. საუბარია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის უფრო ძვირადღირებულ და დეფიციტურ რაკეტებზე, რომლებიც HIMARS-ებისა და უცხოური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისთვის გამოიყენება, ასევე მსხვილკალიბრიან საარტილერიო საბრძოლო მასალაზე“, — აღნიშნა ნარიშკინმა.
რუსეთის დაზვერვის მონაცემებით, მხოლოდ დეკემბრის ბოლო კვირაში როვენის ატომურ ელექტროსადგურზე „სასიკვდილო ტვირთის" რამდენიმე ვაგონი მიიტანეს.
როგორც ნარიშკინი ამბობს, კიევს იმედი აქვს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ატომურ ელექტროსადგურებს არ დაარტყამს — ბირთვული კატასტროფის შიშით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის „კიდევ ერთი გზაარეული რაკეტა“ ასეთი სადგურისა და მისი საწყობების მასშტაბურ აფეთქებას გამოიწვევს, ტრაგედია მაინც მოსკოვს დაბრალდება.
„მინდა ვიმედოვნებდე, რომ კიევში არავინ იფიქრებს ასეთი საწყობების განზრახ აფეთქებაზე იმ იმედით, რომ შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს კიდევ მეტ იარაღსა და საბრძოლო მასალას გამოსძალავს“, — დასძინა ნარიშკინმა.
რუსული დაზვერვის შეფის თქმით, ამ მეთოდს ხშირად იყენებენ საერთაშორისო ტერორისტები.