როდემდე გაგრძელდება მზიანი ამინდი თბილისში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი იანვარში
თბილისი იანვარში - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2023
გამოწერა
სინოპტიკოსების განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე თბილი დღეები კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.
თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. თბილისში მზიანი და თბილი ამინდი 28 იანვრამდე გაგრძელდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
დასავლეთ საქართველოში დღისით 11, 16 გრადუსამდე დათბება, ხოლო აღმოსავლეთში – 4, 9 გრადუსამდე.
თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამით 1, 3 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი, ხოლო დღისით ტემპერატურა პლუს 6, 8 გრადუსამდე მოიმატებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0