რამდენი ივაჭრეს საქართველომ და რუსეთმა 2022 წელს

© photo: Sputnik / Stringerსატვირთო ავტომობილები ე.წ. საქართველოს სამხედრო გზაზე
სატვირთო ავტომობილები ე.წ. საქართველოს სამხედრო გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2023
გამოწერა
საქონელბრუნვა ორ ქვეყანას შორის იზრდება, მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და უკიდურესად რთული პოლიტიკური ფონისა.
თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. საქონელბრუნვა საქართველოსა და რუსეთს შორის 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 52,3%-ით გაიზარდა და დაახლოებით 2,5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოდან რუსეთში ექსპორტი თითქმის 7%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
საქართველოსა და რუსეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვა – 2022 წელი

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

ექსპორტი

651,6

6,8

იმპორტი

1.835,4

79,4

სულ

2.487,0

2,3

საქართველოდან რუსეთში 2022 წელს ექსპორტირებულია: 92 ათას ტონაზე მეტი მინერალური და მტკნარი წყალი, 73 ათას ტონაზე მეტი ნატურალური ყურძნის ღვინო, 57,4 ათასი ტონა ფეროშენადნობები, დაახლოებით 12,3 ათასი ტონა სპირტიანი სასმელები და ა.შ.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2022 წელი

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

ღვინო

150,0

23,0

ფეროშენადნობები

108,8

-36,6

მსუბუქი ავტომობილები

75,6

338,1

სპირტიანი სასმელები

56,7

37,5

მინერალური წყალი

50,9

-16,3

„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოსთვის მარცვლეულისა და ფქვილის ყველაზე დიდ მომწოდებლად კვლავ რუსეთი რჩება. გასულ წელს მეზობელი ქვეყნიდან ჯამში 179,7 ათასი ტონა ხორბლის ფქვილია შემოტანილი, ასევე 174 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი.
რუსეთიდან ასევე შემოვიდა 657,4 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 416,8 ათასი ტონა გაზი, ასევე 114,4 ათასი ტონა კოქსი და ა.შ.
საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2022 წელი

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

ნავთობპროდუქტები

622,7

360,8

გაზი

112,4

23,9

ხორბლის ფქვილი

66,7

478,5

ხორბალი

61,6

-29,5

კოქსი

59,2

152,5

რუსეთი რჩება საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად. 2021 წელს ქვეყნებმა 1,6 მილიარდ დოლარზე მეტი ივაჭრეს, რაც 23,2%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით. ამასთან, შარშან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 38,3%-ით, ხოლო იმპორტი რუსეთიდან საქართველოში – 15,8%-ით.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0