პუტინი: ევრაზიული კავშირი მრავალპოლარული სამყაროს ერთ-ერთი პოლუსი შეიძლება გახდეს

© photo: Sputnik / Pavel Bednyakov / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2023
გამოწერა
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს აქვს ყველა შესაძლებლობა, გახდეს მრავალპოლარული სამყაროს ერთ-ერთი ძლიერი დამოუკიდებელი პოლუსი, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
როგორც რუსეთის ლიდერი ამბობს, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების მჭიდრო ინტეგრაცია გახდა ღირსეული პასუხი „პანდემიისა და არალეგიტიმური სანქციების დაწესებით გამწვავებულ ისეთ გლობალურ პრობლემებზე, როგორებიცაა სიღარიბე, კლიმატის ცვლილება, რესურსების დეფიციტი — ყველაზე მნიშვნელოვანის, საკვების, წყლისა და ენერგომატარებლების ჩათვლით.

„აშკარაა, რომ კავშირს აქვს ყველა შესაძლებლობა, გახდეს მულტიპოლარული სამყაროს ერთ-ერთი ძლიერი, დამოუკიდებელი, თვითკმარი პოლუსი, იყოს მიზიდულობის ცენტრი ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის, რომლებიც ჩვენს ღირებულებებს იზიარებენ და ესწრაფვიან თანამშრომლობას ევრაზიის ეკონომიკურ ქვეყნებთან“, — ციტირებს პუტინს „რია ნოვოსტი“.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირი საერთაშორისო ინტეგრაციული ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელიც საბაჟო კავშირისა და საერთო ეკონომიკური სივრცის საფუძველზე შეიქმნა. ფუნქციონირებს 2015 წლის 1 იანვრიდან. ამ დროისათვის ევრაზიული კავშირის წევრები არიან: რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი.
ყველა ახალი ამბავი
0