https://sputnik-georgia.com/20230123/lavrovi-dasavlets-rusetis-1991-wlis-sazrvrebsi-dabruneba-274164272.html
ლავროვი: დასავლეთი უკრაინას მოლაპარაკებების დაწყებას უკრძალავს
ლავროვი: დასავლეთი უკრაინას მოლაპარაკებების დაწყებას უკრძალავს
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. დასავლეთის წარმომადგენლები პირდაპირ ეუბნებიან კიევს, რომ რუსეთთან მოლაპარაკება ჯერ ნაადრევია, რომ კონფლიქტის მოგვარებასთან... 23.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-23T17:39+0400
2023-01-23T17:39+0400
2023-07-20T15:49+0400
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1a/273408000_0:0:3163:1779_1920x0_80_0_0_e8461d5a6a44309a3ba9b7c8545ca204.jpg
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. დასავლეთის წარმომადგენლები პირდაპირ ეუბნებიან კიევს, რომ რუსეთთან მოლაპარაკება ჯერ ნაადრევია, რომ კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ძლიერი პოზიციიდან უნდა დაიწყონ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.რუსი დიპლომატის თქმით, რაც უფრო დიდხანს იტყვის დასავლეთი უარს მოლაპარაკებაზე, მით უფრო რთული იქნება კონფლიქტის გადაჭრის გზების პოვნა.შეკითხვაზე, თუ რომელ ქვეყნებს შეუძლიათ შუამავლობა რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მოგვარებაში, ლავროვმა აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ „გასული წლის სექტემბერში ხელი მოაწერა განკარგულებას, იურიდიულად სავალდებულო ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც უკრაინელ ოფიციალურ პირებს რუსულ მხარესთან მოლაპარაკებას უკრძალავს“.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1a/273408000_210:0:2941:2048_1920x0_80_0_0_5e20726235e28883d5494a5ae92ada6f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ლავროვი: დასავლეთი უკრაინას მოლაპარაკებების დაწყებას უკრძალავს
17:39 23.01.2023 (განახლებულია: 15:49 20.07.2023) თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. დასავლეთის წარმომადგენლები პირდაპირ ეუბნებიან კიევს, რომ რუსეთთან მოლაპარაკება ჯერ ნაადრევია, რომ კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ძლიერი პოზიციიდან უნდა დაიწყონ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
„დასავლელი კოლეგები ხან ბატონ ჟოზეპ ბორელის, ხან იენს სტოლტენბერგის, ხან ამერიკის ადმინისტრაციისა თუ ევროკავშირის წარმომადგენლების პირით ხშირად აცხადებენ, რომ უკრაინისთვის ჯერ ნაადრევია მოლაპარაკებების დაწყება, რომ საჭიროა ამ სიტუაციაში უფრო მეტის მიპოვება და მოლაპარაკებების ძლიერი პოზიციიდან დაწყება. ისინი ამას პირდაპირ ამბობენ, რომ რუსეთი 1991 წლის საზღვრებში უნდა დაბრუნდეს“, — აღნიშნა ლავროვმა პრესკონფერენციაზე, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ნადელი პანდორთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა.
რუსი დიპლომატის თქმით, რაც უფრო დიდხანს იტყვის დასავლეთი უარს მოლაპარაკებაზე, მით უფრო რთული იქნება კონფლიქტის გადაჭრის გზების პოვნა.
„როგორც პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ არ ვამბობთ უარს მოლაპარაკებებზე, მაგრამ ვინც უარს ამბობს, მან უნდა გაიაზროს, რომ რაც უფრო დიდხანს იტყვიან უარს, მით უფრო რთული იქნება გამოსავლის პოვნა“, — განაცხადა ლავროვმა.
შეკითხვაზე, თუ რომელ ქვეყნებს შეუძლიათ შუამავლობა რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მოგვარებაში, ლავროვმა აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ „გასული წლის სექტემბერში ხელი მოაწერა განკარგულებას, იურიდიულად სავალდებულო ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც უკრაინელ ოფიციალურ პირებს რუსულ მხარესთან მოლაპარაკებას უკრძალავს“.