მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პოლიციამ სამი იატაკქვეშა ფაბრიკა აღმოაჩინა: სპეცოპერაციის ვიდეო

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიესპანეთის პოლიცია
ესპანეთის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2023
გამოწერა
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ესპანეთის პოლიციამ და ინტერპოლმა დანაშაულებრივი დაჯგუფება აიყვანეს, რომელიც თამბაქოს სამ იატაკქვეშა ფაბრიკაში ურთულეს პირობებში ამუშავებდა უკრაინელებს — როგორც ლეგალურ ლტოლვილებს, ისე არალეგალ იმიგრანტებს, იუწყება ესპანეთის პოლიციის პრეს-სამსახური.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაციის დროს ესპანეთის სხვადასხვა რეგიონში 27 ადამიანი დააკავეს, ამოიღეს 10 ტონა თამბაქოს ფოთოლი და 3,5 მილიონი კოლოფი სიგარეტი, რამაც ჯამში 37,5 მილიონი ევრო შეადგინა.
პოლიციის ცნობით, ქარხნებში მომუშავე უკრაინელები საწარმოების ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ არაადამიანურ პირობებში და მის გარეთ გასვლა აკრძალული ჰქონდათ.
არსებული ინფორმაციით, ფაბრიკები სევილიის, ვალენსიისა და ლა-რიოხას მახლობლად იყო მოწყობილი. აღინიშნება, რომ პოლიციამ პირველი ფაბრიკა ჯერ კიდევ 2021 წელს აღმოაჩინა, ამის წყალობით კი შემდეგ დანარჩენი ორის კვალზეც გავიდა.
თამბაქო, რომელსაც აღნიშნულ ფაბრიკებში სიგარეტის წარმოებისთვის იყენებდნენ, კონტრაბანდული იყო. იატაკქვეშა საწარმოებში დღეში ნახევარ მილიონ კოლოფზე მეტი სიგარეტი მზადდებოდა. პროდუქცია იყიდებოდა როგორც ესპანეთში, ისე სხვა ქვეყნებში.
თამბაქოსა და სიგარეტის გარდა, პოლიციამ ასევე ამოიღო დანაშაულებრივი ქსელის ხელმძღვანელების კუთვნილი ძვირადღირებული მანქანები, ძვირფასი სამკაულები და დიდი ოდენობით ნაღდი ფული. პოლიციის ცნობით, ისინი მდიდრულად ცხოვრობდნენ კურორტ მარბელაში.
ყველა ახალი ამბავი
0