მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ-ის კონგრესში კიევისთვის ATACMS-ების გადაცემა მოითხოვეს - მოსკოვის რეაქცია

© Pixabay / MotionStudiosაშშ-ის კონგრესი
აშშ-ის კონგრესი - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2023
გამოწერა
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. შეერთებულმა შტატებმა კიევს შორი რადიუსის რაკეტები ATACMS უნდა გადასცეს, რომლებიც შეიძლება ყირიმზე დარტყმებისთვისაც იყოს გამოყენებული, განაცხადა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკლ მაკკოლმა.

„მათ ასევე სჭირდებათ შორი რადიუსის ATACMS-ები ყირიმზე დასარტყმელად, სადაც ირანული დრონებია განთავსებული“, — თქვა მან.

როგორც მაკკოლმა აღნიშნა, უკრაინელებმა მანამდე წარმატებით აითვისეს შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული ყველა სახის იარაღი.
„ისინი იმარჯვებენ, როდესაც ჩვენ ვაძლევთ იმას, რაც სჭირდებათ — პორტატული საჰაერო თავდაცვის სისტემები Stinger, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები Javelin, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები HIMARS“, — დასძინა მან.
მანამდე მაკკოლმა „მხდალი“ უწოდა ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას – არ მიაწოდონ უკრაინას ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტები.
მაკკოლის მოთხოვნას უკვე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყება. მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის თქმით, აშშ-ის განცხადებები კიევისთვის ყირიმზე შესატევად ATACMS-ების გადაცემასთან დაკავშირებით ფსიქოლოგიური ომის ელემენტია.
რაკეტა ATACMS-ის მოქმედების დიაპაზონი, რომლის გაშვებაც HIMARS MLRS-დან არის შესაძლებელი, 300 კმ-მდეა. კიევი დიდი ხანია ითხოვს ამ რაკეტებს, მათ შორის ყირიმში მდებარე რუსულ ბაზებზე დარტყმის მისატანად. ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არ აპირებენ უკრაინისთვის ATACMS-ების მიწოდებას, რათა რუსეთის პროვოცირება არ მოხდეს.
ყველა ახალი ამბავი
0