მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მოდსლის რეკორდი: პედოფილის მკვლელმა სამარტოო საკანში 45 წელი გაატარა - ფოტო

© photo: Sputnik / Andrey Stenin / გადასვლა მედიაბანკშიპატიმარი
პატიმარი - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2023
გამოწერა
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. სერიულმა მკვლელმა რობერტ მოდსლიმ მარტოობის რეკორდი დაამყარა, გაატარა რა სამარტოო საკანში 16.400 დღე, რაც თითქმის 45 წელს უდრის, იუწყება Daily Mirror.
მოდსლი ამ დროისათვის 69 წლისაა. ის 1974 წელს დააკავეს მკვლელობისთვის და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 1978 წელს მან ორი თანამესაკნე მოკლა, რის შემდეგაც სამარტოო საკანში გადაიყვანეს.
1983 წელს, მას შემდეგ, რაც ციხის თანამშრომლებმა, მათ შორის პარიკმახერებმა, უარი თქვეს მოდსლისთან საკანში შესვლაზე, უიკფლიდის ციხეში მისთვის სპეციალური კამერა ააგეს. ეს დაახლოებით 4,5X5,5 მ ფართობის საკანია ფოლადის კარით, დიდი ტყვიაგაუმტარი მინებით, დაპრესილი მუყაოს სკამითა და მაგიდით, იატაკში ჩაბეტონებული უნიტაზითა და პირსაბანით. საწოლის მაგივრად კი ბეტონის ფილა დევს.
ამბობენ, რომ მოდსლის საკანი ძალიან ჰგავს ფილმ „კრავთა დუმილის“ გმირის ჰანიბალ ლექტორის საკანს. როგორც ერთხელ მისმა სამუდამო ბინადარმა თქვა, ამ კამერაში თავს ცოცხლად დამარხულად გრძნობს.
სამარტოო საკნის პატიმარი პირველ წლებში ხშირად გზავნიდა წერილებს გაზეთებში და უკეთეს მოპყრობას ითხოვდა, თუმცა მისთვის არაფერი შეცვლილა. 2000 წელს მან სასამართლოს სთხოვა, შეეტანათ საკანში ტელევიზორი, ან თუთიყუშის ყოლის უფლება მიეცათ, რომელსაც „კი არ შეჭამდა, უბრალოდ ეყვარებოდა“.
ამ წერილს მოდსლი ასრულებდა სიტყვებით:

„თუ ციხის ხელმძღვანელობა ჩემს თხოვნაზე უარს იტყვის, მაშინ გთხოვთ მომცეთ კაფსულა კალიუმის ციანიდით, რომელსაც ხალისით მივიღებ და რობერტ ჯონ მოდსლის პრობლემას იოლად და სწრაფად გადავჭრი“.

სასამართლომ მისი თხოვნის არცერთი პუნქტი არ დააკმაყოფილა და რობერტ მოდსლი დღემდე სამარტოო საკანში რჩება.
როგორც ტელეკომპანია „მეხუთე არხს“ განუცხადა პატიმრის ძმისშვილმა გევინ მოდსლიმ, მისი ბიძა ნამდვილად არ იმსახურებს ესოდენ არაადამიანურ მოპყრობას, ვინაიდან მისი მსხვერპლი პედოფილი და მოძალადე იყო.

„მე არ ვაპატიებ იმას, რაც მან გააკეთა. მან ძალიან ცუდი რამ გააკეთა. მაგრამ მას არ დაუხოცავს ბავშვები ან ქალები. ადამიანი, რომელიც მან მოკლა, ნამდვილად ცუდი კაცი იყო“, — აღნიშნა გევინ მოდსლიმ.

მოდსლიმ პირველი მკვლელობა 1974 წელს ჩაიდინა მას შემდეგ, რაც მეგობარმა მამაკაცმა მას აჩვენა ფოტოები, რომლებზეც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები იყვნენ აღბეჭდილი. სავარაუდოდ, მოდსლის იმ მომენტში საკუთარი წარსული გაახსენდა და განრისხებულმა მამაკაცი ხელებით დაახრჩო. როგორც მან მოგვიანებით განაცხადა, ის ბავშვობაში გააუპატიურეს, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე. დანარჩენი მკვლელობები რობერტ მოდსლიმ უკვე დაპატიმრების შემდეგ, ციხეში ჩაიდინა.
წყარო: Daily Mirror
ყველა ახალი ამბავი
0