https://sputnik-georgia.com/20230122/slovaketsi-sakonstitucio-cvlilebebze-gamartuli-referendumis-sedegebi-batilad-cnes-274142864.html
სლოვაკეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე გამართული რეფერენდუმის შედეგები ბათილად ცნეს
სლოვაკეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე გამართული რეფერენდუმის შედეგები ბათილად ცნეს
Sputnik საქართველო
ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა მხოლოდ 27,25%, მაშინ როდესაც პლებისციტის შედეგების შემდგარად ცნობისთვის საჭირო აქტივობაა 50% პლუს ერთი ადამიანი 22.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-22T18:02+0400
2023-01-22T18:02+0400
2023-07-20T15:49+0400
მსოფლიო დღეს
სლოვაკეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23596/58/235965854_0:27:2048:1179_1920x0_80_0_0_f6e655a150c6e3fef2f6b2273e932df4.jpg
თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. კვირას სლოვაკეთის სახელმწიფო საარჩევნო კომისიამ დაბალი აქტივობის გამო ბათილად ცნო შაბათს გამართული რეფერენდუმის შედეგები, რომელიც რესპუბლიკის კონსტიტუციაში შესწორებების მიზნით ჩატარდა, ამის შესახებ ბრატისლავის ტელეარხი TA3 იუწყება.რეფერენდუმი ჩატარდა რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესაძლებლობის შესახებ.კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო ყუთებთან მივიდა 1.193.198 ადამიანი, რომელთაგან 97%-მა კონსტიტუციაში შემოთავაზებული ცვლილებები მოიწონა. კენჭისყრის პროცესში არანაირი ინციდენტი არ დაფიქსირებულა. ქვეყნის ხელმძღვანელობიდან არც პრეზიდენტს, არც პარლამენტის თავმჯდომარესა და არც პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს რეფერენდუმში მონაწილეობა არ მიუღია.
სლოვაკეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23596/58/235965854_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_4de16c9b88b223b68d142c7c39594667.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სლოვაკეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
სლოვაკეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
სლოვაკეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე გამართული რეფერენდუმის შედეგები ბათილად ცნეს
18:02 22.01.2023 (განახლებულია: 15:49 20.07.2023) ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა მხოლოდ 27,25%, მაშინ როდესაც პლებისციტის შედეგების შემდგარად ცნობისთვის საჭირო აქტივობაა 50% პლუს ერთი ადამიანი
თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. კვირას სლოვაკეთის სახელმწიფო საარჩევნო კომისიამ დაბალი აქტივობის გამო ბათილად ცნო შაბათს გამართული რეფერენდუმის შედეგები, რომელიც რესპუბლიკის კონსტიტუციაში შესწორებების მიზნით ჩატარდა, ამის შესახებ ბრატისლავის ტელეარხი TA3 იუწყება.
რეფერენდუმი ჩატარდა რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესაძლებლობის შესახებ.
„საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად მხოლოდ 27,25% მივიდა, მაშინ როცა პლებისციტის შედეგების შემდგარად ცნობისთვის საჭირო აქტივობა იყო 50% პლუს ერთი ადამიანი. შესაბამისად, საარჩევნო კომისიამ კვირას გამართულ სხდომაზე რეფერენდუმის შედეგები ოფიციალურად ბათილად ცნო“, - იტყობინება ბრატისლავის ტელეარხი TA3.
კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო ყუთებთან მივიდა 1.193.198 ადამიანი, რომელთაგან 97%-მა კონსტიტუციაში შემოთავაზებული ცვლილებები მოიწონა. კენჭისყრის პროცესში არანაირი ინციდენტი არ დაფიქსირებულა. ქვეყნის ხელმძღვანელობიდან არც პრეზიდენტს, არც პარლამენტის თავმჯდომარესა და არც პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს რეფერენდუმში მონაწილეობა არ მიუღია.