https://sputnik-georgia.com/20230122/sarjvelaze-saqartvelos-surs-msvidoba-samxret-kavkasiasi-274143742.html
სარჯველაძე: საქართველო სურს მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში
სარჯველაძე: საქართველო სურს მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში
Sputnik საქართველო
საქართველო დაინტერესებულია, რომ მშვიდობა იყოს და მზად არის იკისროს კონკრეტული პასუხისმგებლობა და შეასრულოს კონკრეტული ფუნქციები 22.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-22T20:17+0400
2023-01-22T20:17+0400
2023-01-22T20:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
კავკასია
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
სომხეთი
აზერბაიჯანი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/03/269145823_0:0:1921:1080_1920x0_80_0_0_b854cb62a4c0243892eb11a51a3b9d90.jpg
თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. საქართველო დაინტერესებულია, რომ სამხრეთ კავკასიაში იყოს მშვიდობა და მზად არის ამისთვის იკისროს კონკრეტული პასუხისმგებლობა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში „საქართველო არის ნამდვილად ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი“.მისი თქმით, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ რეგიონში სტაბილურად მშვიდობა დამკვიდრდესამას წინათ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ ერევანი განიხილავს იდეას, რომ სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მეთაურები თბილისში შეხვდნენ ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ თბილისში სამმხრივ ფორმატში შეხვედრის იდეა მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შესთავაზა სომხეთს, თუმცა უარი მიიღო.
საქართველო
სომხეთი
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/03/269145823_217:90:1566:1102_1920x0_80_0_0_023af8b571cf872b003b29e9297bab36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კავკასია, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, სომხეთი, აზერბაიჯანი
ახალი ამბები, საქართველო, კავკასია, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, სომხეთი, აზერბაიჯანი
სარჯველაძე: საქართველო სურს მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში
საქართველო დაინტერესებულია, რომ მშვიდობა იყოს და მზად არის იკისროს კონკრეტული პასუხისმგებლობა და შეასრულოს კონკრეტული ფუნქციები
თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. საქართველო დაინტერესებულია, რომ სამხრეთ კავკასიაში იყოს მშვიდობა და მზად არის ამისთვის იკისროს კონკრეტული პასუხისმგებლობა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში „საქართველო არის ნამდვილად ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი“.
„არავისთვის არ შეიძლება იყოს სასარგებლო ამ რეგიონში, ჩვენს უახლოეს სამეზობლოში საომარი მოქმედებები. შესაბამისად, საქართველო დაინტერესებულია, რომ ამიერკავკასიაში მშვიდობა იყოს და ამისთვის მზად არის, რომ კონკრეტული მოვალეობები იკისროს, კონკრეტული ფუნქცია შეასრულოს საიმისოდ, რომ ჩვენი მცდელობები იყოს შედეგიანი“, - განუცხადა ჟურნალისტებს სარჯველაძემ.
მისი თქმით, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ რეგიონში სტაბილურად მშვიდობა დამკვიდრდეს
ამას წინათ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ ერევანი განიხილავს იდეას, რომ სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მეთაურები თბილისში შეხვდნენ ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ თბილისში სამმხრივ ფორმატში შეხვედრის იდეა მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შესთავაზა სომხეთს, თუმცა უარი მიიღო.