https://sputnik-georgia.com/20230122/safrangetis-xelisuflebis-gadawyvetilebit-rt-france-ma-musaoba-sewyvita-274137122.html
საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით RT France-მა მუშაობა შეწყვიტა
საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით RT France-მა მუშაობა შეწყვიტა
Sputnik საქართველო
RT France-ის ანგარიშები საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს ხაზინის გენერალური დირექტორატის მოთხოვნით გაიყინა 22.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-22T11:34+0400
2023-01-22T11:34+0400
2023-07-20T15:49+0400
რუსეთი
საფრანგეთი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/16/274130186_0:317:3073:2045_1920x0_80_0_0_de08c2513b55cdc6d258d30d6562d4e5.jpg
თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. ტელეკომპანია RT France-მა საფრანგეთში მისი ანგარიშების დაბლოკვის შემდეგ მუშაობა შეწყვიტა.„ხუთწლიანი ძალისხმევის შემდეგ მთავრობამ თავისას მიაღწია - RT France-ის დახურვას. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-9 პაკეტის საფუძველზე, სადაც ნახსენებია მხოლოდ ჩვენი აქციონერი სათავო კომპანიაში და არა ჩვენ, სახაზინოს მთავარმა სამმართველომ RT France-ის საბანკო ანგარიშების გაყინვა გადაწყვიტა, რაც ჩვენი მუშაობის გაგრძელებას შეუძლებელს ხდის”, - ნათქვამია არხის განცხადებაში.როგორც ტექსტშია აღნიშნული, RT France „წარმოადგენს სამიზნეს მისი ამუშავების მომენტიდან", იყო მოწოდებები მისი ცენზურისკენ, „ამ დროს არ ერიდებოდნენ ცრუ ინფორმაციის გამოყენებას".ერთი დღით ადრე RT France-ის ხელმძღვანელმა ქსენია ფიოდოროვამ განაცხადა, რომ რედაქციის ანგარიშები დაბლოკილია საფრანგეთში, ბანკში კი განაცხადეს, რომ ეს ხელისუფლების ბრძანებით გააკეთეს.„ზოგიერთ ჩვენ კოლეგას ერთმანეთში აერია ჟურნალისტისა და პოლიციელის ან მოსამართლის როლი, როდესაც მოუწოდებდა ჩვენი მედიის ცენზურისკენ, არ ერიდებოდა ცრუ ინფორმაციის გამოყენებას, როდესაც აცხადებდა, მაგალითად, რომ RT France-ის მუშაობა აკრძალული ან არალეგალურია“, - ნათქვამია ტექსტში.აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ხელისუფლებამ უკრაინაში შექმნილი ვითარება გამოიყენა არხის საბოლოოდ დახურვისთვის.„RT France არასდროს არ იყო პასუხისგებაში მიცემული. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ის არ ეფუძნება რაიმე იურიდიულ გადაწყვეტილებას, სწორედ ამას ჰქვია ცენზურა", - აღნიშნეს RT-ში.განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ RT France-ის 123 თანამშრომელი სამსახურს დაკარგავს, რაც „ეჭვის ქვეშ აყენებს საფრანგეთში აზრის პლურალიზმისა და მედიის დამოუკიდებლობის მომავალს“.„RT France-ის დახურვა სხვა ფრანგული მედიისა და ჟურნალისტების გამაყრუებელი დუმილის ფონზე მხოლოდ პირველი, უკიდურესად სახიფათო ნაბიჯია, რის შემდეგაც მიზანში ამოიღებენ სხვა რუსული მედიებს", - დასძინეს RT-ში.თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განაცხადა, რომ მოსკოვი საპასუხო ზომებით უპასუხებს RT France-ის ანგარიშების დაბლოკვაზე, საპასუხო ზომები იქნება მიღებული რუსეთში მოქმედი ფრანგული მედიის მიმართ.„ისინი (საპასუხო ზომები - რედ.) იქნება ისეთი, რომ მათ დაიმახსოვრებენ, თუ საფრანგეთის ხელისუფლება არ შეწყვეტს რუსი ჟურნალისტების ტერორს“, - განაცხადეს სამინისტროში.
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/16/274130186_11:0:2742:2048_1920x0_80_0_0_fb698f02c315907a403a2bbf8ad78e4f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, საფრანგეთი , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, საფრანგეთი , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით RT France-მა მუშაობა შეწყვიტა
11:34 22.01.2023 (განახლებულია: 15:49 20.07.2023) RT France-ის ანგარიშები საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს ხაზინის გენერალური დირექტორატის მოთხოვნით გაიყინა
თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. ტელეკომპანია RT France-მა საფრანგეთში მისი ანგარიშების დაბლოკვის შემდეგ მუშაობა შეწყვიტა.
„ხუთწლიანი ძალისხმევის შემდეგ მთავრობამ თავისას მიაღწია - RT France-ის დახურვას. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-9 პაკეტის საფუძველზე, სადაც ნახსენებია მხოლოდ ჩვენი აქციონერი სათავო კომპანიაში და არა ჩვენ, სახაზინოს მთავარმა სამმართველომ RT France-ის საბანკო ანგარიშების გაყინვა გადაწყვიტა, რაც ჩვენი მუშაობის გაგრძელებას შეუძლებელს ხდის”, - ნათქვამია არხის განცხადებაში.
როგორც ტექსტშია აღნიშნული, RT France „წარმოადგენს სამიზნეს მისი ამუშავების მომენტიდან", იყო მოწოდებები მისი ცენზურისკენ, „ამ დროს არ ერიდებოდნენ ცრუ ინფორმაციის გამოყენებას".
ერთი დღით ადრე RT France-ის ხელმძღვანელმა ქსენია ფიოდოროვამ განაცხადა, რომ რედაქციის ანგარიშები დაბლოკილია საფრანგეთში, ბანკში კი განაცხადეს, რომ ეს ხელისუფლების ბრძანებით გააკეთეს.
„ზოგიერთ ჩვენ კოლეგას ერთმანეთში აერია ჟურნალისტისა და პოლიციელის ან მოსამართლის როლი, როდესაც მოუწოდებდა ჩვენი მედიის ცენზურისკენ, არ ერიდებოდა ცრუ ინფორმაციის გამოყენებას, როდესაც აცხადებდა, მაგალითად, რომ RT France-ის მუშაობა აკრძალული ან არალეგალურია“, - ნათქვამია ტექსტში.
აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ხელისუფლებამ უკრაინაში შექმნილი ვითარება გამოიყენა არხის საბოლოოდ დახურვისთვის.
„RT France არასდროს არ იყო პასუხისგებაში მიცემული. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ის არ ეფუძნება რაიმე იურიდიულ გადაწყვეტილებას, სწორედ ამას ჰქვია ცენზურა", - აღნიშნეს RT-ში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ RT France-ის 123 თანამშრომელი სამსახურს დაკარგავს, რაც „ეჭვის ქვეშ აყენებს საფრანგეთში აზრის პლურალიზმისა და მედიის დამოუკიდებლობის მომავალს“.
„RT France-ის დახურვა სხვა ფრანგული მედიისა და ჟურნალისტების გამაყრუებელი დუმილის ფონზე მხოლოდ პირველი, უკიდურესად სახიფათო ნაბიჯია, რის შემდეგაც მიზანში ამოიღებენ სხვა რუსული მედიებს", - დასძინეს RT-ში.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განაცხადა, რომ მოსკოვი საპასუხო ზომებით უპასუხებს RT France-ის ანგარიშების დაბლოკვაზე, საპასუხო ზომები იქნება მიღებული რუსეთში მოქმედი ფრანგული მედიის მიმართ.
„ისინი (საპასუხო ზომები - რედ.) იქნება ისეთი, რომ მათ დაიმახსოვრებენ, თუ საფრანგეთის ხელისუფლება არ შეწყვეტს რუსი ჟურნალისტების ტერორს“, - განაცხადეს სამინისტროში.