ლილოში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2023
გამოწერა
ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ქვეითს შეეჯახა
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. თბილისში, ლილო არენასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება „მთავარი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ხეს შეეჯახა, შეჯახების შედეგად დაიღუპა ქვეითი.
ადგილზე პოლიცია მუშაობდა, მძღოლის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ყველა ახალი ამბავი
0