https://sputnik-georgia.com/20230121/srola-sagarejosi-rogoria-dawrilta-mdgomareoba-274123375.html
სროლა საგარეჯოში: როგორია დაჭრილების მდგომარეობა
სროლა საგარეჯოში: როგორია დაჭრილების მდგომარეობა
Sputnik საქართველო
ხუთიდან ოთხი დაშავებული ჯერჯერობით საავადმყოფოებში რჩება 21.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-21T14:10+0400
2023-01-21T14:10+0400
2023-01-21T15:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
კახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24818/32/248183223_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_8d04113fc236af1962847e078b4106fc.jpg
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საგარეჯოში სროლის შედეგად მძიმედ დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, განაცხადა „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკის ექიმმა მამუკა ოთიაშვილმა.საგარეჯოში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა. ამ დროისთვის საავადმყოფოებში მკურნალობას ოთხი პაციენტი აგრძელებს. სამის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მეოთხე პაციენტი რეანიმაციაში რჩება.„ჯეო ჰოსპიტალში“ საგარეჯოში სროლის შედეგად სამი დაჭრილი პირი მკურნალობს.ექიმმა ასევე აღნიშნა, რომ სამი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოდა და მათი მკურნალობა კლინიკაში გაგრძელდება.კიდევ ერთი დაშავებული, 18 წლის გოგონა, საგარეჯოდან თბილისში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გოგონას თვალის სასწრაფო ოპერაცია თბილისში ჩამოყვანისთანავე ჩაუტარდა. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტს ბინაზე დღეს გაწერენ.საგარეჯოში 48 წლის მამაკაცმა თავისი ბინის აივნიდან ავტომატით ცეცხლი გაუხსნა ეზოში მყოფ ადამიანებს, მოგვიანებით კი შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებსაც ესროლა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. გარდა ამისა, გარდაცვლილია თავად მსროლელი – სავარაუდოდ, მან თავი მოიკლა.
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24818/32/248183223_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_511ee093a930ac5ed84b203e88139982.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, კახეთი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, კახეთი
სროლა საგარეჯოში: როგორია დაჭრილების მდგომარეობა
14:10 21.01.2023 (განახლებულია: 15:01 21.01.2023) ხუთიდან ოთხი დაშავებული ჯერჯერობით საავადმყოფოებში რჩება
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საგარეჯოში სროლის შედეგად მძიმედ დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, განაცხადა „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკის ექიმმა მამუკა ოთიაშვილმა.
საგარეჯოში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა. ამ დროისთვის საავადმყოფოებში მკურნალობას ოთხი პაციენტი აგრძელებს. სამის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მეოთხე პაციენტი რეანიმაციაში რჩება.
„ჯეო ჰოსპიტალში“ საგარეჯოში სროლის შედეგად სამი დაჭრილი პირი მკურნალობს.
„მესამე პაციენტი, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას, მართვით სუნთქვაზე რჩება, თუმცა, პარამეტრები შედარებით დასტაბილურებულია და მეთვალყურეობისა ქვეშ იმყოფება. ეს პაციენტი არის 24 წლის ბიჭი. მას მუცლის ღრუზე ჩაუტარდა ოპერაცია, ასევე ჩატარდა არტერიისა და ვენის გადანერგვა“, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა ოთიაშვილმა.
ექიმმა ასევე აღნიშნა, რომ სამი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოდა და მათი მკურნალობა კლინიკაში გაგრძელდება.
კიდევ ერთი დაშავებული, 18 წლის გოგონა, საგარეჯოდან თბილისში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გოგონას თვალის სასწრაფო ოპერაცია თბილისში ჩამოყვანისთანავე ჩაუტარდა. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტს ბინაზე დღეს გაწერენ.
საგარეჯოში 48 წლის მამაკაცმა თავისი ბინის აივნიდან ავტომატით ცეცხლი გაუხსნა ეზოში მყოფ ადამიანებს, მოგვიანებით კი შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებსაც ესროლა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. გარდა ამისა, გარდაცვლილია თავად მსროლელი – სავარაუდოდ, მან თავი მოიკლა.