https://sputnik-georgia.com/20230121/qartulma-mokemetrajianma-filmma-sam-saertasoriso-kinofestivalze-prizebi-moipova-274121923.html
ქართულმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა სამ საერთაშორისო კინოფესტივალზე პრიზები მოიპოვა
ქართულმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა სამ საერთაშორისო კინოფესტივალზე პრიზები მოიპოვა
Sputnik საქართველო
დრამა გადაიღეს ზუგდიდში ყოველგვარი დაფინანსების, გეგმისა და სცენარის გარეშე. 21.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-21T13:30+0400
2023-01-21T13:30+0400
2023-01-21T13:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
ქართული კინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23010/28/230102867_0:0:2731:1537_1920x0_80_0_0_0a5d2568fc24d59013c3d08ed26e2143.jpg
თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. ქართველი რეჟისორის, გიორგი ქობალიას მოკლემეტრაჟიანი ფილმი „იხვებზე ნადირობა“ რამდენიმე პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა.„პირველი არხის“ ცნობით, სოციალურმა დრამამ ჯილდოები სამ ფესტივალზე მოიპოვა:ამრიგად, მელბურნის საერთაშორისო კინოფესტივალმა (Melbourne International Film Festival) გამარჯვება მიანიჭა გური გოლიაძეს ნომინაციაში „საუკეთესო კინოოპერატორი“. ფილმმა „იხვებზე ნადირობა“ ვენეციის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე Venezia Shorts მოიპოვა „ოფიციალური არჩევანის" სტატუსი, ხოლო კინოფორუმზე Cinemount International Film Festival – „საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის" პრიზი.დრამა გადაიღეს ზუგდიდში ყოველგვარი დაფინანსების, გეგმისა და სცენარის გარეშე. მსახიობებს გადაღებებზე ჰქონდათ იმპროვიზაციის შესაძლებლობა, რაც ფილმს კიდევ უფრო გულწრფელს ხდის.„იხვებზე ნადირობა“ მოგვითხრობს გაუცნობიერებლად ჩადენილ დანაშაულზე. ეს არის ფილმი, სადაც ადამიანები ფიქრობენ, როგორ დაეხმარონ ერთმანეთს და სადაც მთავარი მამოძრავებელი ძალა სინდისია.მიუხედავად იმისა, რომ ფილმი სულ ცოტა ხნის წინ გადაიღეს და „საფესტივალო ცხოვრებას“ ჯერ კიდევ იწყებს, ის უკვე გახდა სხვადასხვა ფესტივალის ჟიურის წევრების ფავორიტი. რეჟისორი ახლა მოუთმენლად ელის შემდგომ წარმატებებს და იმედოვნებს, რომ ფესტივალებზე გამგზავრებას გადამღებ ჯგუფთან ერთად შეძლებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23010/28/230102867_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_cc1eb6a10c8769018c6f373870e0b92b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კინო
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კინო
ქართულმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა სამ საერთაშორისო კინოფესტივალზე პრიზები მოიპოვა
დრამა გადაიღეს ზუგდიდში ყოველგვარი დაფინანსების, გეგმისა და სცენარის გარეშე.
თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. ქართველი რეჟისორის, გიორგი ქობალიას მოკლემეტრაჟიანი ფილმი „იხვებზე ნადირობა“ რამდენიმე პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა.
„პირველი არხის“ ცნობით, სოციალურმა დრამამ ჯილდოები სამ ფესტივალზე მოიპოვა:
ამრიგად, მელბურნის საერთაშორისო კინოფესტივალმა (Melbourne International Film Festival) გამარჯვება მიანიჭა გური გოლიაძეს ნომინაციაში „საუკეთესო კინოოპერატორი“. ფილმმა „იხვებზე ნადირობა“ ვენეციის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე Venezia Shorts მოიპოვა „ოფიციალური არჩევანის" სტატუსი, ხოლო კინოფორუმზე Cinemount International Film Festival – „საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის" პრიზი.
დრამა გადაიღეს ზუგდიდში ყოველგვარი დაფინანსების, გეგმისა და სცენარის გარეშე. მსახიობებს გადაღებებზე ჰქონდათ იმპროვიზაციის შესაძლებლობა, რაც ფილმს კიდევ უფრო გულწრფელს ხდის.
„იხვებზე ნადირობა“ მოგვითხრობს გაუცნობიერებლად ჩადენილ დანაშაულზე. ეს არის ფილმი, სადაც ადამიანები ფიქრობენ, როგორ დაეხმარონ ერთმანეთს და სადაც მთავარი მამოძრავებელი ძალა სინდისია.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმი სულ ცოტა ხნის წინ გადაიღეს და „საფესტივალო ცხოვრებას“ ჯერ კიდევ იწყებს, ის უკვე გახდა სხვადასხვა ფესტივალის ჟიურის წევრების ფავორიტი. რეჟისორი ახლა მოუთმენლად ელის შემდგომ წარმატებებს და იმედოვნებს, რომ ფესტივალებზე გამგზავრებას გადამღებ ჯგუფთან ერთად შეძლებს.