https://sputnik-georgia.com/20230120/tragedia-sagarejosi-274108084.html
როგორია საგარეჯოში დაჭრილთა მდგომარეობა: ექიმის განმარტება
როგორია საგარეჯოში დაჭრილთა მდგომარეობა: ექიმის განმარტება
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 ინვარი — Sputnik. საგარეჯოში მომხდარი სროლისას დაშავებულთაგან საავადმყოფოში ამ დრომდე სამი პაციენტი რჩება, აცხადებს საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“... 20.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-20T18:49+0400
2023-01-20T18:49+0400
2023-01-20T22:27+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24818/32/248183265_0:0:2062:1160_1920x0_80_0_0_ccfb2bbb1217954c5808186686362039.jpg
თბილისი, 20 ინვარი — Sputnik. საგარეჯოში მომხდარი სროლისას დაშავებულთაგან საავადმყოფოში ამ დრომდე სამი პაციენტი რჩება, აცხადებს საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკის ექიმი მამუკა ოთიაშვილი.ოთიაშვილის თქმით, კიდევ ორი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ისინი ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში არიან მოთავსებული.19 იანვარს საგარეჯოში ავტომატით შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლი გაუხსნა კორპუსის ეზოში მყოფ ხალხს. შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ხუთი კი დაშავდა. დაღუპულთაგან ერთი შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელია, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. თავდამსხმელმა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24818/32/248183265_287:0:2062:1331_1920x0_80_0_0_3d581a1fd52cc32cb0868109c31e59e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
როგორია საგარეჯოში დაჭრილთა მდგომარეობა: ექიმის განმარტება
18:49 20.01.2023 (განახლებულია: 22:27 20.01.2023) თბილისი, 20 ინვარი — Sputnik. საგარეჯოში მომხდარი სროლისას დაშავებულთაგან საავადმყოფოში ამ დრომდე სამი პაციენტი რჩება, აცხადებს საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკის ექიმი მამუკა ოთიაშვილი.
„ამ ეტაპისთვის კლინიკაში რჩება სამი ავადმყოფი. სამივეს ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. ერთი ავადმყოფი ამბულატორიულად გაწერილია ბინაზე — დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. ერთი პაციენტის მდგომარეობა რჩება კრიტიკული... იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ეს არის 24 წლის მამაკაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი გამჭოლი ჭრილობების გამო ჩაუტარდა მუცლის ღრუსა და ბარძაყის არტერიისა და ვენის იმპლანტაცია. ამ ეტაპისთვის მდგომარეობა რჩება კრიტიკულად მძიმე“, — განმარტა ექიმმა.
ოთიაშვილის თქმით, კიდევ ორი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ისინი ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში არიან მოთავსებული.
19 იანვარს საგარეჯოში ავტომატით შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლი გაუხსნა კორპუსის ეზოში მყოფ ხალხს. შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ხუთი კი დაშავდა. დაღუპულთაგან ერთი შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელია, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. თავდამსხმელმა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.