თბილისის ცენტრში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2023
გამოწერა
ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი წყალარინების ქსელზე დაგეგმილი სამუშაოებია.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. თბილისში, ე.წ. კადეტთა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, თაბუკაშვილისა და ლაღიძის ქუჩების კვეთასთან წყალარინების ქსელზე დაგეგმილი სამუშაოების გამო 21 იანვრის 06:00-დან 23 იანვრის 07:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაბუკაშვილის ქუჩიდან ინაშვილის ქუჩისკენ მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გამოყენებით. ასევე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მარი ბროსეს ქუჩიდან სანაპიროს მიმართულებით, ინაშვილის ქუჩიდან კი მძღოლები თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან და შემდეგ მესხიას ქუჩასა და რუსთაველის გამზირს დაუკავშირდებიან.
უწყების ცნობით, დროის ამ პერიოდში ბროსეს ქუჩიდან მოძრაობა დასაშვები იქნება ქუთათელაძის ქუჩის მიმართულებით, ხოლო რუსთაველის გამზირიდან ლაღიძის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება თაბუკაშვილის ქუჩის კვეთამდე და უკუმიმართულებით.
სამუშაოების გამო მოცემულ პერიოდში ახლებურად იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. კერძოდ, მიკროავტობუსი N528 იმოძრავებს ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის გავლით, რის შემდეგაც დაუკავშირდება ჯავახიშვილის ქუჩას და გადაადგილდება დადგენილი სქემით.
უკუმიმართულებისას მიკროავტობუსი გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან მარცხნივ მოხვევით დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ბარათაშვილის ქუჩას და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით.
ყველა ახალი ამბავი
0