https://sputnik-georgia.com/20230120/saqartvelosistoria-aleqsandre-meore-274105157.html
მზაკვრობა გადარჩენისთვის: როგორ დაიღვარა კახელთა ნაცვლად მესხთა სისხლი
მზაკვრობა გადარჩენისთვის: როგორ დაიღვარა კახელთა ნაცვლად მესხთა სისხლი
Sputnik საქართველო
ალექსანდრე II-ის მეფობის დროს კახეთი ხალხმრავალი, აყვავებული და ბარაქიანი მხარე იყო არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში. 20.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-20T18:29+0400
2023-01-20T18:29+0400
2023-01-20T22:24+0400
საქართველოს ისტორიიდან
საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23912/32/239123267_0:206:4001:2456_1920x0_80_0_0_251d8e562f355b983d158ac7aa0be357.jpg
კახთ მეფეების, ლევანისა და ალექსანდრე მეორის „ნეიტრალიტეტის პოლიტიკამ“ ნანატრი მშვიდობა მოუტანა მხარეს. ისინი წარმატებით ლავირებდნენ სპარსეთსა და ოსმალეთს შორის ისე, რომ არცერთს არ აღიზიანებდნენ და თან ოსტატურად იცილებდნენ თავიდან მათ უღელს. შესაბამისად, მაშინ, როცა მთელი ამიერკავკასია ირანისა და ოსმალეთის სათარეშო არეალად იყო ქცეული, კახეთი აყვავების გზას ადგა.მაგრამ ნათქვამია, კოკა ყოველთვის არ მოიტანს წყალსო, და ერთ დღეს ალექსანდრე მეორემაც დაუშვა პოლიტიკური შეცდომა.1574 წელს სპარსეთის „ერთგულმა“ კახეთის მეფემ თავისი ძე ერეკლე სტამბულში გაგზავნა ფადიშაჰის კარზე. პარალელურად, იმისთვის, რომ ამ ფაქტს ყიზილბაშები არ გაეღიზიანებინა, ხმა გაავრცელა, თითქოს ერეკლე ძმას, უფლისწულ დავითს წაეკიდა და ამიტომაც გაიქცა სტამბულს.ამაო გამოდგა ალექსანდრეს მცდელობა. არ ირწმუნა ცბიერმა შაჰ თამაზმა კახეთის მეფის „სიმართლე“. ამიტომ მრავალრიცხოვანი მხედრობა იახლა, ყარაბაღს ჩავიდა და კახეთის მეფე ბანაკში იხმო.ნათელი იყო, რომ შაჰთან ჩასულ ალექსანდრეს კარგი დღე არ ელოდა. ამიტომ კახელებს სასწრაფოდ უნდა მოეფიქრებინათ ისეთი რამ, რაც საფრთხეს თავიდან ააცილებდა მეფესაც და მხარესაც.და მოიფიქრეს.მეფის სახლთუხუცესმა ოთარ ჩოლოყაშვილმა თავისი ვერაგული გეგმა მეფე ალექსანდრეს გააცნო და სასწრაფოდ შეუდგა მის აღსრულებას.მეფის კარზე გამართულ დარბაზობაზე ჩოლოყაშვილმა განაცხადა, მე ისეთ რამეს ვიზამ, კახეთი გადარჩება, მაგრამ სხვა ხალხის სისხლი უხვად დაიღვრება, ამიტომ შემომფიცეთ, მარტო ჩემს კისერზე ნუ იქნება სისხლი იგიო.მეფემ და კახელმა დიდებულებმაც შეჰფიცეს სახლთუხუცესს:ის „სხვა ხალხი“ კი მესხეთის ქართველობა აღმოჩნდა.ოთარ ჩოლოყაშვილმა უსტარი აფრინა სამცხის მაშინდელ მმართველ დედისიმედთან, ქაიხოსრო II ჯაყელის ქვრივთან, რომელშიც სწერდა, შაჰ თამაზის ცოლისძმას, ვარაზა შალიკაშვილს შენი ოჯახის ამოწყვეტა და საათაბაგოს დაპატრონება აქვს განზრახულიო. არადა, შალიკაშვილის ერთგულებაში მანამდე იოტისოდენი ეჭვიც არასდროს შეეტანა დედისიმედს. უსტარის მიღების შემდეგ სიძეს მიმართა დახმარების თხოვნით, რომელიც თურმე იმ დროს ყარაბაღში იდგა ყიზილბაშური მხედრობით და... სამცხეში შესაჭრელად ემზადებოდა.გარდა ამისა, რისხვას აყოლილმა დედისიმედმა სიკვდილით დასაჯა ვარაზა შალიკაშვილი:შაჰ თამაზმა ცოლისძმის მუხანათური მკვლელობის ამბავი იმ დღეს შეიტყო, რა დღესაც მის ბანაკში დიდძალი საჩუქარებით დატვირთული ალექსანდრე კახთ მეფე გამოცხადდა მორჩილების დასადასტურებლად. შაჰს უკვე აღარ ადარდებდა ალექსანდრე მეფე, ამიტომ:„რა ესმა შაჰ თამაზს სიკუდილი მისი... წარვიდა სამცხეს და დაუტევა კახეთი. და შევიდა სამცხეს, და მოაოხრა და ამოსწყვიტა სამცხე და მრავალი ბოროტი შეამთხვია სამცხესა, და შემდგომად ამისა შემოიქცა და წარმოვიდა“.ასე გადაურჩა მაშინ კახეთი განადგურებას, ხოლო ალექსანდრე მეორე სასტიკ სასჯელს. სამაგიეროდ ჭარბად დაიღვარა უდანაშაულო მესხთა სისხლი.განა განსჯის კი ვინმე, რაოდენ სამართლიანი ან უსამართლო იყო სახლთუხუცეს ჩოლოყაშვილის ქმედება, რომელმაც საკუთარი კუთხე და მეფე გადაარჩინა, სხვა საქართველო კი მტერთა საჯიჯგნად აქცია?!
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23912/32/239123267_226:0:3773:2660_1920x0_80_0_0_958294f5e4c26c546c9e3132cea58e2a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
საქართველოს ისტორიიდან , საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე, წასაკითხი ამბები
საქართველოს ისტორიიდან , საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე, წასაკითხი ამბები
მზაკვრობა გადარჩენისთვის: როგორ დაიღვარა კახელთა ნაცვლად მესხთა სისხლი
18:29 20.01.2023 (განახლებულია: 22:24 20.01.2023) ალექსანდრე II-ის მეფობის დროს კახეთი ხალხმრავალი, აყვავებული და ბარაქიანი მხარე იყო არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში.
კახთ მეფეების, ლევანისა და ალექსანდრე მეორის „ნეიტრალიტეტის პოლიტიკამ“ ნანატრი მშვიდობა მოუტანა მხარეს. ისინი წარმატებით ლავირებდნენ სპარსეთსა და ოსმალეთს შორის ისე, რომ არცერთს არ აღიზიანებდნენ და თან ოსტატურად იცილებდნენ თავიდან მათ უღელს. შესაბამისად, მაშინ, როცა მთელი ამიერკავკასია ირანისა და ოსმალეთის სათარეშო არეალად იყო ქცეული, კახეთი აყვავების გზას ადგა.
მაგრამ ნათქვამია, კოკა ყოველთვის არ მოიტანს წყალსო, და ერთ დღეს ალექსანდრე მეორემაც დაუშვა პოლიტიკური შეცდომა.
1574 წელს სპარსეთის „ერთგულმა“ კახეთის მეფემ თავისი ძე ერეკლე სტამბულში გაგზავნა ფადიშაჰის კარზე. პარალელურად, იმისთვის, რომ ამ ფაქტს ყიზილბაშები არ გაეღიზიანებინა, ხმა გაავრცელა, თითქოს ერეკლე ძმას, უფლისწულ დავითს წაეკიდა და ამიტომაც გაიქცა სტამბულს.
ამაო გამოდგა ალექსანდრეს მცდელობა. არ ირწმუნა ცბიერმა შაჰ თამაზმა კახეთის მეფის „სიმართლე“. ამიტომ მრავალრიცხოვანი მხედრობა იახლა, ყარაბაღს ჩავიდა და კახეთის მეფე ბანაკში იხმო.
ნათელი იყო, რომ შაჰთან ჩასულ ალექსანდრეს კარგი დღე არ ელოდა. ამიტომ კახელებს სასწრაფოდ უნდა მოეფიქრებინათ ისეთი რამ, რაც საფრთხეს თავიდან ააცილებდა მეფესაც და მხარესაც.
მეფის სახლთუხუცესმა ოთარ ჩოლოყაშვილმა თავისი ვერაგული გეგმა მეფე ალექსანდრეს გააცნო და სასწრაფოდ შეუდგა მის აღსრულებას.
მეფის კარზე გამართულ დარბაზობაზე ჩოლოყაშვილმა განაცხადა, მე ისეთ რამეს ვიზამ, კახეთი გადარჩება, მაგრამ სხვა ხალხის სისხლი უხვად დაიღვრება, ამიტომ შემომფიცეთ, მარტო ჩემს კისერზე ნუ იქნება სისხლი იგიო.
მეფემ და კახელმა დიდებულებმაც შეჰფიცეს სახლთუხუცესს:
„დაე, ჩვენც გვაზღვევინოს იესო ქრისტემ, როცა იგი მოვა განსჯად ცოცხალთა და მკვდართა!“
ის „სხვა ხალხი“ კი მესხეთის ქართველობა აღმოჩნდა.
ოთარ ჩოლოყაშვილმა უსტარი აფრინა სამცხის მაშინდელ მმართველ დედისიმედთან, ქაიხოსრო II ჯაყელის ქვრივთან, რომელშიც სწერდა, შაჰ თამაზის ცოლისძმას, ვარაზა შალიკაშვილს შენი ოჯახის ამოწყვეტა და საათაბაგოს დაპატრონება აქვს განზრახულიო. არადა, შალიკაშვილის ერთგულებაში მანამდე იოტისოდენი ეჭვიც არასდროს შეეტანა დედისიმედს. უსტარის მიღების შემდეგ სიძეს მიმართა დახმარების თხოვნით, რომელიც თურმე იმ დროს ყარაბაღში იდგა ყიზილბაშური მხედრობით და... სამცხეში შესაჭრელად ემზადებოდა.
გარდა ამისა, რისხვას აყოლილმა დედისიმედმა სიკვდილით დასაჯა ვარაზა შალიკაშვილი:
„შეიპყრა ვარაზა შალიკაშვილი ღალატითა და მოკლა. ესე ვარაზა იყო შვილი ოთარ შალიკაშვილისა და ცოლის ძმა შაჰ-თამაზ ყაენისა“.
შაჰ თამაზმა ცოლისძმის მუხანათური მკვლელობის ამბავი იმ დღეს შეიტყო, რა დღესაც მის ბანაკში დიდძალი საჩუქარებით დატვირთული ალექსანდრე კახთ მეფე გამოცხადდა მორჩილების დასადასტურებლად. შაჰს უკვე აღარ ადარდებდა ალექსანდრე მეფე, ამიტომ:
„რა ესმა შაჰ თამაზს სიკუდილი მისი... წარვიდა სამცხეს და დაუტევა კახეთი. და შევიდა სამცხეს, და მოაოხრა და ამოსწყვიტა სამცხე და მრავალი ბოროტი შეამთხვია სამცხესა, და შემდგომად ამისა შემოიქცა და წარმოვიდა“.
ასე გადაურჩა მაშინ კახეთი განადგურებას, ხოლო ალექსანდრე მეორე სასტიკ სასჯელს. სამაგიეროდ ჭარბად დაიღვარა უდანაშაულო მესხთა სისხლი.
განა განსჯის კი ვინმე, რაოდენ სამართლიანი ან უსამართლო იყო სახლთუხუცეს ჩოლოყაშვილის ქმედება, რომელმაც საკუთარი კუთხე და მეფე გადაარჩინა, სხვა საქართველო კი მტერთა საჯიჯგნად აქცია?!