საფრანგეთში საპროტესტო აქციაზე მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა

© AP Photo / Jean-Francois Badiasპროტესტი საფრანგეთში
პროტესტი საფრანგეთში - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2023
გამოწერა
საფრანგეთის უძლიერესი პროფკავშირები მოქალაქეებს მოუწოდებენ, განაგრძონ პროტესტი.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საფრანგეთის დაახლოებით 1,12 მილიონმა მცხოვრებმა მიიღო მონაწილეობა საპენსიო ასაკის გაზრდის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებში.
ქუჩის პროტესტები მთელ ქვეყანაში ჩატარდა. მხოლოდ პარიზში დაახლოებით 80 ათასი ადამიანი აპროტესტებდა, იუწყება РИА Новости საფრანგეთის შსს-ზე დაყრდნობით.
პროფკავშირების ინფორმაციით კი, პარიზის აქციაზე 400 ათასი ადამიანი გამოვიდა, ხოლო მთელ ქვეყანაში საპენსიო ასაკის მატება 2 მილიონამდე მოქალაქემ გააპროტესტა.
საფრანგეთის უძლიერესი პროფკავშირები მოქალაქეებს მოუწოდებენ, განაგრძონ პროტესტი. მათ პირობა დადეს, რომ მორიგი ზოგადეროვნული გაფიცვა 31 იანვარს გაიმართება.
საფრანგეთის მთავრობის მეთაურმა ელიზაბეტ ბორნმა 10 იანვარს წარმოადგინა ახალი საპენსიო რეფორმის პროექტი, რომლის მიღებასაც 2023 წელს გეგმავენ. ამ დოკუმენტის მიხედვით, საფრანგეთის ხელისუფლება 2023 წლის სექტემბრიდან ქვეყანაში დაიწყებს საპენსიო ასაკის გაზრდას წელიწადში სამი თვით. ამგვარად, 2030 წელს ეს ასაკი 64 წელს მიაღწევს.
ამან ფრანგები აღაშფოთა და ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო, მათი აზრით, საეჭვო საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ.
ყველაზე დიდი აქციები გაიმართა პარიზში, მარსელში, ლიონში, ლილში და ნანტში. დაპირისპირებების გარეშე არ ჩაუვლია აქციას პარიზში, სადაც რადიკალებმა პოლიციელებს ქვები, ბოთლები, პეტარდები დაუშინეს.
ამის საპასუხოდ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. დემონსტრაციებზე პარიზში პოლიციამ 38 ადამიანი დააკავა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0