https://sputnik-georgia.com/20230120/patriarqis-samzimari-274112357.html
პატრიარქის სამძიმარი: საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას ილია II გამოეხმაურა
პატრიარქის სამძიმარი: საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას ილია II გამოეხმაურა
Sputnik საქართველო
საგარეჯოში მამაკაცმა ბინის აივნიდან ავტომატით ცეცხლი გაუხსნა ეზოში მყოფ ადამიანებს და ადგილზე მისულ პოლიციელებს. დაიღუპა ხუთი ადამიანი, კიდევ ხუთი კი დაიჭრა. 20.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-20T20:23+0400
2023-01-20T20:23+0400
2023-01-20T22:37+0400
საქართველო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260403955_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_a8db6eac263b1d455a70422187cda541.jpg
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მწუხარება გამოთქვა საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხდა.საგარეჯოში 48 წლის მამაკაცმა თავისი ბინის აივნიდან ავტომატით ცეცხლი გაუხსნა ეზოში მყოფ ადამიანებს, მოგვიანებით კი შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებსაც ესროლა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი, ხუთი დაშავებული პირი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გარდა ამისა, გარდაცვლილია თავად მსროლელი – სავარაუდოდ, მან თავი მოიკლა.პატრიარქმა მრევლს ლოცვის და გარდაცვლილთა სულების მოხსენიებისკენ მოუწოდა.გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული 2006 წლიდან 2021 წლამდე საქართველოს თავდაცვის ძალებში მსახურობდა. იმყოფებოდა ავღანეთში, სადაც მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260403955_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_4320052efd27012e6cf1246d41e47431.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
პატრიარქის სამძიმარი: საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას ილია II გამოეხმაურა
20:23 20.01.2023 (განახლებულია: 22:37 20.01.2023) საგარეჯოში მამაკაცმა ბინის აივნიდან ავტომატით ცეცხლი გაუხსნა ეზოში მყოფ ადამიანებს და ადგილზე მისულ პოლიციელებს. დაიღუპა ხუთი ადამიანი, კიდევ ხუთი კი დაიჭრა.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მწუხარება გამოთქვა საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხდა.
საგარეჯოში 48 წლის მამაკაცმა თავისი ბინის აივნიდან ავტომატით ცეცხლი გაუხსნა ეზოში მყოფ ადამიანებს, მოგვიანებით კი შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებსაც ესროლა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი, ხუთი დაშავებული პირი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გარდა ამისა, გარდაცვლილია თავად მსროლელი – სავარაუდოდ, მან თავი მოიკლა.
„ყველა შეძრა საგარეჯოში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც შეეწირნენ ახალგაზრდები – დავით ნასრაძე,ზაზა ჩიხლაძე, ნოდარ რჩეულიშვილი,ზაქრო მათიაშვილი, და ღირსეული პოლიციელი ოთარ ღვინაშვილი, რომელმაც საკუთარი თავგანწირვით სხვისი სიცოცხლე გადაარჩინა. სამძიმარს ვუცხადებთ მათი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და გულშემატკივრებს“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
პატრიარქმა მრევლს ლოცვის და გარდაცვლილთა სულების მოხსენიებისკენ მოუწოდა.
„ასევე ვლოცულობთ დაშავებულთა გადარჩენისა და გამოჯანმრთელებისათვის. ღმერთმა ისინი მალე დაუბრუნოს საკუთარ ოჯახებს“, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმარში.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული 2006 წლიდან 2021 წლამდე საქართველოს თავდაცვის ძალებში მსახურობდა. იმყოფებოდა ავღანეთში, სადაც მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.