გამყარდება თუ არა ეროვნული ვალუტა? ანალიტიკოსების მოსაზრება

© photo: Sputnik / Stringerლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2023
გამოწერა
2022 წელს დაფიქსირდა უცხოური ვალუტის მაღალი წმინდა შემოდინება, თუმცა გაცვლითი კურსი სტაბილური დარჩა, ნათქვამია ანგარიშში.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ კურსის გამყარების კუთხით მაქსიმალურად უმაღლეს დონეს მიაღწია, აცხადებენ TBC Capital-ის ანალიტიკოსები.
2022 წლის მარტის დასაწყისში ლარის კურსი 3,4 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა, თუმცა შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო. ლარის ზრდამ დოლარის მიმართ ამ დროის განმავლობაში 20%-ზე მეტი შეადგინა.

„ჩვენ იმ მოსაზრებაზე ვრჩებით, რომ მანამდე, ვიდრე საერთაშორისო დონეზე აშშ დოლარის შემდგომ დასუსტებას არ ვიხილავთ, ლარის მიმდინარე გაცვლითი კურსი თავის მაქსიმუმზეა", – ნათქვამია ანალიტიკოსების ანგარიშში.

მათი აზრით, ამ განცხადებას ადასტურებს ინფლაციის დინამიკა და ლარის საშუალო გაცვლითი კურსი ძირითადი ეკონომიკური პარტნიორების ვალუტების მიმართ.
„მართალია, წლიური ინფლაცია ჯერ კიდევ ძალზე მაღალია და 9,8%-ს შეადგენს, თუმცა ყოველთვიურ მაჩვენებლებში ნორმალიზება აშკარაა. ლარის საშუალო კურსის კუთხით კი უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტობრივი მაჩვენებელი, გრძელვადიან შეფასებასთან შედარებით, მცირედით, მაგრამ მაინც უფრო გამყარებულია", – ნათქვამია ანგარიშში.
მთლიანობაში ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 2022 წელს დაფიქსირდა უცხოური ვალუტის მაღალი წმინდა შემოდინება, მაგრამ გაცვლითი კურსი სტაბილური დარჩა.
„იანვარი-ნოემბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებითა და აუქციონების გარეშე თითქმის 500 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. ამასთან, მიგრანტების დეპოზიტების გარეშეც საბანკო სისტემაში პრაქტიკულად ამდენივე უცხოური ვალუტის ლიკვიდობა დაგროვდა, რაც ისტორიულად ლარის კურსისთვის ნეგატიური იყო. თუმცა ამჯერად შემოდინებები იმდენად ძლიერია, რომ ამ მნიშვნელოვანმა ფაქტორმა კურსის დინამიკაზე ვერ იმოქმედა", – ნათქვამია ანგარიშში.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0