ყაზახეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკში კასიმ-ჟომარტ ტოკაევი
 კასიმ-ჟომარტ ტოკაევი - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2023
გამოწერა
ყაზახეთის ლიდერმა ასევე ხელი მოაწერა განკარგულებას ყველა დონის მასლიხატების (ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა დაითხოვა ქვეყნის პარლამენტის მაჟილისი (ქვედა პალატა) და მისი დეპუტატების ვადამდელი არჩევნები 19 მარტს დანიშნა, იტყობინება სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახური.
„სახელმწიფოს მეთაურმა 2023 წლის 19 იანვრის ბრძანებულებით დაითხოვა ყაზახეთის რესპუბლიკის მეშვიდე მოწვევის პარლამენტის მაჟილისი და 2023 წლის 19 მარტისთვის ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის მაჟილისის დეპუტატების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ყაზახეთის ლიდერმა ასევე ხელი მოაწერა განკარგულებას ყველა დონის მასლიხატების (ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.
დოკუმენტის მიხედვით, რომლის ტექსტიც პრეზიდენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, ყაზახეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაევალა მიიღოს ზომები ყველა დონის მასლიხატების დეპუტატების რიგგარეშე არჩევნების მომზადებისა და ჩატარების ორგანიზების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ დილით, ყაზახეთის კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტმა პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან და ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციები გამართა, სადაც მაჟილისის დაშლისა და მასლიხატების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხები განიხილეს.
ტოკაევის თქმით, ყაზახეთის მოსახლეობამ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა პოლიტიკურ რეფორმებს, მათ შორის პარლამენტის და მასლიხატების ფორმირების პროცედურის განახლებას.
„სექტემბრის გზავნილში მე წარვადგინე მომავალი საარჩევნო კამპანიების განრიგი. ამის მიხედვით გასული წლის ნოემბერში ჩატარდა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. ცოტა ხნის წინ აირჩიეს სენატის დეპუტატების ნაწილი. ახლა მაჟილისის და მასლიხატების არჩევნები უნდა ჩავატაროთ“, – ციტირებს პრეზიდენტის განცხადებას პრეს-სამსახური.
კონსულტაციების დროს სიტყვით გამოვიდნენ სენატის თავმჯდომარე მაულენ აშიმბაევი, მაჟილისის სპიკერი იერლან კოშანოვი და პრემიერ-მინისტრი ალიხან სმაილოვი.
ყველა ახალი ამბავი
0