მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტრაგედია სომხეთში: ყაზარმაში გაჩენილმა ცეცხლმა 15 სამხედრო იმსხვერპლა

© AP Photo
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2023
გამოწერა
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. სომხეთის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ღამით ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაშავებულები, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

„წინასწარი მონაცემებით, ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის საინჟინრო ასეულის ყაზარმში გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 სამხედრო დაიღუპა, კიდევ სამი მძიმე მდგომარეობაშია“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გავრცელებული ცნობით, ცეცხლი ღამის 01:30 საათზე გაჩნდა სოფელ ახატის ტერიტორიაზე მდებარე ყაზარმაში. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ყველა ახალი ამბავი
0