წყალი 30 საათით შეწყდება: GWP განცხადებას ავრცელებს

© Pixabay / RonPorterონკანი
ონკანი - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2023
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. კრწანისის რაიონის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 20 იანვრის 12:00 საათიდან 21 იანვრის 18:00 საათამდე შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 20 იანვარს GWP კრწანისის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალსადენის ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ჩაატარებს. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც გარკვეულ უბნებს წყლის მიწოდება შეეზღუდება.
უწყების ცნობით, გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები მთელი დღე-ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.
დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში: მეფე სოლომონ II-ის ქუჩას და შესახვევებს, კრწანისის ქუჩას, კრწანისის I, II, III გასასვლელს, კრწანისის 1 ჩიხს, კრწანისის II შესახვევს, კახა კაციტაძის, გრიგოლ ვოლსკის, ალიოშა ჯაფარიძის და წინანაურის ქუჩებს, ორთაჭალის ქუჩის N60-134, N75-131.
კომპანია GWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0