https://sputnik-georgia.com/20230119/specialistebma-tbilisshi-haeris-dabinzurebis-mizezi-daasaxeles-274054126.html
სპეციალისტებმა თბილისში ჰაერის დაბინძურების მიზეზი დაასახელეს
სპეციალისტებმა თბილისში ჰაერის დაბინძურების მიზეზი დაასახელეს
Sputnik საქართველო
პორტალზე განთავსებულ რეკომენდაციებში მითითებულია, რომ ჰაერში ნაწილაკების მაღალი დონე სერიოზულად აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე. 19.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-19T09:45+0400
2023-01-19T09:45+0400
2023-01-19T18:41+0400
საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/12/250922797_0:34:1889:1097_1920x0_80_0_0_9bca155c4495291c5b9ac3ce06894710.jpg
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. თბილისში ჰაერის ხარისხის გაუარესება ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და, დიდი ალბათობით, ყარაყუმის უდაბნოდან (ცენტრალური აზია) მტვრის მასების გავრცელებით არის გამოწვეული, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე გამოქვეყნებული მონიტორინგის შედეგების თანახმად, 18 იანვრის მონაცემებით, თბილისში ჰაერი ძლიერაა დაბინძურებული. ატმოსფერული ჰაერი მეტად დაბინძურებულია აღმაშენებლის, რუსთაველის, წერეთლის, ყაზბეგის გამზირებსა და ვარკეთილის რაიონში.სპეციალისტების თქმით, თბილისის გარდა, ჰაერი საქართველოს ზოგიერთ რეგიონშიც დაბინძურებულია. კერძოდ, ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5 ) მატება. აღნიშნული პროცესის მიზეზი ზუსტდება გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების მიერ სხვადასხვა მეტეოროლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც საჭიროებს გარკვეული დროს.სინოპტიკოსების თქმით, ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს და მეტეოროლოგიური მოვლენაა.
https://sputnik-georgia.com/20230118/ramdenad-dabinzurebulia-haeri-tbilisshi-274039298.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/12/250922797_208:0:1889:1261_1920x0_80_0_0_b80c95f6a4d4d64900404b42e7f5b627.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
სპეციალისტებმა თბილისში ჰაერის დაბინძურების მიზეზი დაასახელეს
09:45 19.01.2023 (განახლებულია: 18:41 19.01.2023) პორტალზე განთავსებულ რეკომენდაციებში მითითებულია, რომ ჰაერში ნაწილაკების მაღალი დონე სერიოზულად აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე.
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. თბილისში ჰაერის ხარისხის გაუარესება ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და, დიდი ალბათობით, ყარაყუმის უდაბნოდან (ცენტრალური აზია) მტვრის მასების გავრცელებით არის გამოწვეული, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე გამოქვეყნებული მონიტორინგის შედეგების თანახმად, 18 იანვრის მონაცემებით, თბილისში ჰაერი ძლიერაა დაბინძურებული. ატმოსფერული ჰაერი მეტად დაბინძურებულია აღმაშენებლის, რუსთაველის, წერეთლის, ყაზბეგის გამზირებსა და ვარკეთილის რაიონში.
სპეციალისტების თქმით, თბილისის გარდა, ჰაერი საქართველოს ზოგიერთ რეგიონშიც დაბინძურებულია. კერძოდ, ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5 ) მატება.
აღნიშნული პროცესის მიზეზი ზუსტდება გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების მიერ სხვადასხვა მეტეოროლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც საჭიროებს გარკვეული დროს.
სინოპტიკოსების თქმით, ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს და მეტეოროლოგიური მოვლენაა.