საქართველოში ნათლისღება აღნიშნეს - ვიდეო

გამოწერა
მართლმადიდებლური ეკლესია 19 იანვარს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქრისტიანულ დღესასწაულს - ნათლისღებას აღნიშნავს
ნათლისღება საქათველოში სახელმწიფო დღესასწაულია და დასვენების დღეა. ამ დღეს საქართველოში ნათლიები სტუმრობენ ნათლულებს და დღესასწაულს ერთად აღნიშნავენ.
ამ დღეს მორწმუნეები იგონებენ, თუ როგორ მონათლა იოანე ნათლისმცემელმა იესო ქრისტე 30 წლის ასაკში. ეკლეიის სწავლების მიხედვით, მისი წყლიდან გამოსვლის შემდეგ სამყაროს ღვთიური სამება მოევლინა: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა.
დღესასწაულის აღნიშვნა ქრისტიანებმა ჯერ კიდევ მოციქულების დროს დაიწყეს. ადრე შობა და ნათლისღება ერთ დღეს აღინიშნებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში მათ სხვადასხვა თარიღი მიენიჭათ.
ყველა ახალი ამბავი
0