რუსეთის საგარეო უწყებას არ აინტერესებს ებრაელთა კონგრესის მოსაზრება

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2023
გამოწერა
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ აინტერესებს ევროპის ებრაელთა კონგრესის (EJC) მოსაზრება, რომელმაც სერგეი ლავროვს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა იმ სიტყვებისთვის, რომ აშშ-ს რუსული საკითხის გადაწყვეტა ჰიტლერის მსგავსად სურს, აცხადებს უწყება.

„ევროპის ებრაელთა კონგრესმა მოახერხა, ვერ დაენახა კიევის რეჟიმის მიერ ნაცისტი კოლაბორაციონისტების გლორიფიკაცია და სვასტიკები. სტრუქტურამ ამ მიმართულებით საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა“, — აღნიშნეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

მანამდე სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ანტირუსული კოალიციის შესაქმნელად აშშ-ის მიერ გადადგმული ნაბიჯები ადოლფ ჰიტლერის მოქმედებებს ჰგავს. EJC-მა ლავროვის განცხადებას ჰოლოკოსტის მეხსიერების დამახინჯება უწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0