მოსაზრება: რაზე მსჯელობენ ბრიუსელში ნატოს გენერალური შტაბების მეთაურები

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2023
გამოწერა
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არარსებული რეალობით ოპერირებს და ცდილობს, გავლენა მოახდინოს გეოპოლიტიკურ მოვლენებზე.
ბრიუსელში 18-19 იანვარს გაიმართა ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა 32 ქვეყნის (კანდიდატების - შვედეთისა და ფინეთის ჩათვლით) გენერალური შტაბების მეთაურების დონეზე. იხილება სამომავლო პრიორიტეტები და სტრატეგია. ყურადღების ცენტრშია ანტირუსული დღის წესრიგი, კიევისთვის იარაღის მიწოდება, ციფრული ტრანსფორმაცია და ჯარების ოპერატიული შეთავსებადობა.
მუშაობას კოორდინაციას უწევენ ალიანსის სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი რობ ბაუერი და ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდლობა - კრისტოფერ კავოლი და ფილიპ ლავინი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ კიევმა მძლავრი სამხედრო დახმარება მიიღო დასავლეთის ქვეყნებისგან, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან ელიან „წარმატებას ბრძოლის ველზე“. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი დასძინა, რომ უკრაინამ, რომელიც კიდევ უფრო მეტ იარაღს მიიღებს, „ბრძოლის ველზე უნდა გაიმარჯვოს“.
17 იანვარს ალიანსმა გერმანიიდან რუმინეთში გადაისროლა სამი თვითმფრინავი AWACS (შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის სისტემა) - უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებაზე დასაკვირვებლად. სპეცოპერაციის მახლობლად ნატოს საჰაერო დაზვერვის საშუალებების კონცენტრირება და აშშ-ის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის მარკ მილის უცნაური, მრავალსაათიანი პირისპირ შეხვედრა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნისთან - ირიბად ადასტურებს მტკივნეულ სამხედრო ჩავარდნებს.

ჰეგემონობის პარადოქსები

აშშ-ის არსენალი ამოწურულია, მწარმოებლები ჯერ ვერ ეწევიან უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ტემპს. უკრაინის შეიარაღებული ძალები თვეში 90 ათასამდე საარტილერიო ჭურვს ხარჯავენ, რაც დაახლოებით ორჯერ აღემატება ნატოს ქვეყნებში მათ წარმოებას. ამერიკელები მზად არიან, დააცარიელონ თავიანთი საარტილერიო არსენალები ისრაელსა და სამხრეთ კორეაში. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც აცნობიერებს, რომ „რუსეთის სამხედრო მანქანა სიძლიერით სჯობს უკრაინულს და ამერიკულსაც კი, თუ საქმე ეხება კონკრეტულ შეიარაღებებს, მათ შორის, ჰიპერბგერით სარაკეტო იარაღს“.
19 იანვარს პენტაგონის მეთაური ლოიდ ოსტინი გერმანიაში რამშტაინის ავიაბაზაზე მართავს უკრაინის საკითხებზე კონტაქტური ჯგუფის მორიგ შეკრებას. ბუნდესვერი ფლობს 93 მრავალსამიზნიან გამანადგურებელ Tornado-ს (საბრძოლო რადიუსი - 1390 კმ, ტვირთამწეობა - 9 ტ.), რომელიც მალე „უხილავი“ F-35-ით ჩანაცვლდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების მფრინავების გადასამზადებლად დრო არ არის, შეიძლება უცხოელი დაქირავებულების გამოყენება.
ბრიტანეთი, იშვიათი, 120 მმ-იანი კალიბრის ქვემეხიანი 14 ტანკის გარდა, 2023 წელს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 20 ათასი სამხედრო მოსამსახურის მომზადებას ჰპირდება. ამ საქმეში ბრიტანელ ინსტრუქტორებს დაეხმარება 70 კოლეგა ავსტრალიიდან. ნიდერლანდები აპირებს უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Patriot-ის გადაცემას. ვარშავა გეგმავს დასავლეთ უკრაინის ძალით „დაბრუნებას“. თუმცა პოლონელი ტანკისტები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამას, პოლონეთის პრეზიდენტმა მატეუშ მორავეცკიმ კი დავოსში განაცხადა: „რუსეთი მოთმინებით უყურებს პერსპექტივას, ცდილობს უკრაინის შევიწროებას, დასავლეთი კი დაიღალა, მას სურს ნორმალურ სამყაროში ცხოვრება“.
ისტორია ცხადყოფს, რომ დასავლეთში ის ვერავის ვერაფერს ასწავლის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ყველას შეახსენა, როგორ მიმართეს თავის დროზე ნაპოლეონმა და ჰიტლერმა მთელი ევროპის ძალები რუსეთისკენ. დღეს ვაშინგტონი უყრის თავს ევროპის მთელ ძალებს „რუსული საკითხის საბოლოოდ გადასაჭრელად“. ნატოს ქვეყნებშიც სერიოზულად არავინაა შეშფოთებული აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურიზმის შედეგებით. რა იქნება მას შემდეგ, რაც დასავლური შეიარაღება კონტრშეტევის განვითარებას ვერ წაადგება. ევროპელი მოკავშირეები კიდევ ერთხელ გადაიხდიან საფასურს აშშ-ის „ჰეგემონობისთვის“.
Bild-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ახლო მომავალში კონფლიქტის მსვლელობის შეცვლას აპირებს. რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ მუშაობს სპეცოპერაციის ზონაში და თანმიმდევრულად ასხამს ხორცს შეიარაღებული ძალების შემადგენლობისა და რაოდენობის გაზრდის კომპლექსურ გეგმას. მოსკოვს მზად აქვს პასუხი ნატოს პირდაპირი აგრესიის შემთხვევაში.
ამ ფონზე The Washington Post საუბრობს ნატოს შიგნით დაპირისპირებაზე და ამას უწოდებს „საჩუქარს პუტინისთვის“. გამოცემა Express დასავლეთის ქვეყნებს უწინასწარმეტყველებს წარღვნას - ბირთვული სუპერტორპედო „პოსეიდონის“ გამოყენების შედეგად. The Wall Street Journal ავრცელებს ინფორმაციას მოსკოვის ორ მოსალოდნელ გამარჯვებაზე - კიევსა და ვაშინგტონზე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0