https://sputnik-georgia.com/20230119/rogor-kaba-unda-ecvas-qals-energiis-gasazliereblad-274064184.html
როგორი სამოსი აძლიერებს ქალის ენერგიას: ეზოტერიკოსთა მოსაზრება
როგორი სამოსი აძლიერებს ქალის ენერგიას: ეზოტერიკოსთა მოსაზრება
Sputnik საქართველო
ეზოტერიკოსების თქმით, ქალებს, რომლებიც ბუნების ძალებს მიწიდან იღებენ, შესაბამისი ტანსაცმელი უნდა ეცვათ. 19.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-19T15:33+0400
2023-01-19T15:33+0400
2023-01-19T21:06+0400
რა-დიაცია
ეს საინტერესოა
ქალი და მამაკაცი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24355/80/243558030_95:189:1180:799_1920x0_80_0_0_89c22a12abbfcca7e6c40a3ff6dff923.jpg
სულ რაღაც ასიოდე წლის წინ შარვალში ჩაცმული ქალი უკიდურესი იშვიათობა იყო მთელ მსოფლიოში. დროთა განმავლობაში, ემანსიპაციის წყალობით, სურათი რადიკალურად შეიცვალა და დღეს ქალები უპრობლემოდ ატარებენ სამოსს, რომელიც ოდითგან მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცისთვის იყო განკუთვნილი. უფრო მეტიც, ზოგი მათგანის გარდერობში მხოლოდ შარვლებია, კაბასა და ქვედატანს იქ ვერ წააწყდებით. მაგრამ ეზოტერიკოსებს მიაჩნიათ, რომ ქალებმა აუცილებლად უნდა დააბრუნონ გარდერობში კაბები, ვინაიდან მათ განსაკუთრებული ენერგია და საკრალური მნიშვნელობა აქვთ.ეზოტერიკოსების თქმით, მამაკაცებისგან განსხვავებით, რომლებიც კოსმოსიდან იღებენ ენერგიას, ქალები ბუნების ძალებს მიწიდან იღებენ. ამიტომ როდესაც ისინი შარვლებს იცვამენ, მიწიდან წამოსულ ენერგეტიკულ ნაკადს გზას უკეტავენ და საკუთარ თავს მადლმოსილ ძალას აკლებენ. თანაც ამით მარტო საკუთარ თავს კი არა, მამაკაცებსაც აზიანებენ, ვინაიდან მიწის ენერგიას მათ სწორედ ქალები უზიარებენ.როგორი კაბა/ქვედატანი აძლიერებს ენერგეტიკასეზოტერიკოსები ირწმუნებიან, რომ საუკეთესო სამოსი, რომელიც მიწიდან მიღებულ ენერგიას ინახავს და პირდაპირ ქალური არსის ცენტრში გზავნის — გრძელი ქვედაბოლო ან კაბაა. მიწის ენერგიით ამგვარად გაძლიერებულ ქალს კი ოჯახში მატერიალური კეთილდღეობა, სიმშვიდე და სიყვარული შეაქვს.ამასთან ქვედატანისა თუ კაბის ბოლო განიერი უნდა იყოს. ეს ერთგვარ თილისმურ წრეს ქმნის, რომელიც ქალის რეპროდუქციულ ორგანოებს იცავს. სწორედ ამის გამო იყო, რომ ბევრ კულტურაში ქალები ქვედატანის კიდეებს სხვადასხვა ორნამენტებით, თასმებითა თუ ფოჩებით ამკობდნენ. მათი რწმენით, ეს ავი თვალისა და ნეგატიური ენერგიისგან იცავდა.გარდა ამისა, გრძელი კაბა ქალს „მსუნაგი“ მზერისგანაც იცავს, რომელიც სექსუალური ენერგიის გადინებასა და ქალის სასიცოცხლო ძალის შემცირებას უწყობს ხელს. ეს კი, თავის მხრივ, დაავადებების განვითარებას იწვევს.რაც შეეხება საშუალო სიგრძის, ანუ მუხლამდე კაბას, მართალია, ენერგეტიკული თვალსაზრისით ის ნაკლებად სასარგებლოა, მაგრამ მაინც ინარჩუნებს სასიკეთო გავლენას ქალის ენერგეტიკაზე — ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი ქსოვილისგანაა დამზადებული და არა ხელოვნურისგან.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24355/80/243558030_16:0:1263:935_1920x0_80_0_0_f719de14434973c172be3b56ea5a5c78.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რა-დიაცია, ეს საინტერესოა, ქალი და მამაკაცი
რა-დიაცია, ეს საინტერესოა, ქალი და მამაკაცი
როგორი სამოსი აძლიერებს ქალის ენერგიას: ეზოტერიკოსთა მოსაზრება
15:33 19.01.2023 (განახლებულია: 21:06 19.01.2023) ეზოტერიკოსების თქმით, ქალებს, რომლებიც ბუნების ძალებს მიწიდან იღებენ, შესაბამისი ტანსაცმელი უნდა ეცვათ.
სულ რაღაც ასიოდე წლის წინ შარვალში ჩაცმული ქალი უკიდურესი იშვიათობა იყო მთელ მსოფლიოში. დროთა განმავლობაში, ემანსიპაციის წყალობით, სურათი რადიკალურად შეიცვალა და დღეს ქალები უპრობლემოდ ატარებენ სამოსს, რომელიც ოდითგან მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცისთვის იყო განკუთვნილი.
უფრო მეტიც, ზოგი მათგანის გარდერობში მხოლოდ შარვლებია, კაბასა და ქვედატანს იქ ვერ წააწყდებით. მაგრამ ეზოტერიკოსებს მიაჩნიათ, რომ ქალებმა აუცილებლად უნდა დააბრუნონ გარდერობში კაბები, ვინაიდან მათ განსაკუთრებული ენერგია და საკრალური მნიშვნელობა აქვთ.
ეზოტერიკოსების თქმით, მამაკაცებისგან განსხვავებით, რომლებიც კოსმოსიდან იღებენ ენერგიას, ქალები ბუნების ძალებს მიწიდან იღებენ. ამიტომ როდესაც ისინი შარვლებს იცვამენ, მიწიდან წამოსულ ენერგეტიკულ ნაკადს გზას უკეტავენ და საკუთარ თავს მადლმოსილ ძალას აკლებენ. თანაც ამით მარტო საკუთარ თავს კი არა, მამაკაცებსაც აზიანებენ, ვინაიდან მიწის ენერგიას მათ სწორედ ქალები უზიარებენ.
როგორი კაბა/ქვედატანი აძლიერებს ენერგეტიკას
ეზოტერიკოსები ირწმუნებიან, რომ საუკეთესო სამოსი, რომელიც მიწიდან მიღებულ ენერგიას ინახავს და პირდაპირ ქალური არსის ცენტრში გზავნის — გრძელი ქვედაბოლო ან კაბაა. მიწის ენერგიით ამგვარად გაძლიერებულ ქალს კი ოჯახში მატერიალური კეთილდღეობა, სიმშვიდე და სიყვარული შეაქვს.
ამასთან ქვედატანისა თუ კაბის ბოლო განიერი უნდა იყოს. ეს ერთგვარ თილისმურ წრეს ქმნის, რომელიც ქალის რეპროდუქციულ ორგანოებს იცავს. სწორედ ამის გამო იყო, რომ ბევრ კულტურაში ქალები ქვედატანის კიდეებს სხვადასხვა ორნამენტებით, თასმებითა თუ ფოჩებით ამკობდნენ. მათი რწმენით, ეს ავი თვალისა და ნეგატიური ენერგიისგან იცავდა.
გარდა ამისა, გრძელი კაბა ქალს „მსუნაგი“ მზერისგანაც იცავს, რომელიც სექსუალური ენერგიის გადინებასა და ქალის სასიცოცხლო ძალის შემცირებას უწყობს ხელს. ეს კი, თავის მხრივ, დაავადებების განვითარებას იწვევს.
რაც შეეხება საშუალო სიგრძის, ანუ მუხლამდე კაბას, მართალია, ენერგეტიკული თვალსაზრისით ის ნაკლებად სასარგებლოა, მაგრამ მაინც ინარჩუნებს სასიკეთო გავლენას ქალის ენერგეტიკაზე — ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი ქსოვილისგანაა დამზადებული და არა ხელოვნურისგან.